spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული "ოცნებაში"

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული, ჩაკეტილი ჰყავთ ფაქტობრივად, ისევე როგორც რიჟვაძე. ღარიბაშვილს დიდი პრობლემები აქვს მას შემდეგ, რაც მისი ჯიბე – მიქაუტაძე დაიჭირეს. მდინარაძე არის დაწინაურებული ივანიშვილის კარზე, კობახიძე კი ცდილობს კალაძისთვის ხელის დაფარებას, მაგრამ მასაც უნდა ესმოდეს, რომ მალე მასაც მოითხოვენ კონკრეტული თანხის მიტანას” – ასეთ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი:

დაჯარიმებული ლილუაშვილი, რომელსაც უთხრეს, რომ შენ ახლა 100 მლნ დოლარს მოიტან, ჯერ-ჯერობით ეს თანხა არ ჩანს და შესაბამისად, ლილუაშვილს აკრძალული აქვს სახლიდან გამოსვლა, ქვეყნიდან გასვლა და საჯარო სივრცეში რამე მოძრაობა. ფაქტობრივად ჩაკეტილი ჰყავს, ისევე როგორც რიჟვაძე, რომელსაც 300 მლნ აქვს მისატანი და გადანაწილება მოითხოვა, რომ რაღაც სესხს სახით მიიტანოს, მასაც აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა.

ღარიბაშვილი არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ჯიბე, რომეო მიქაუტაძე დააკავეს და ეს ამბები, რაც შიგნით ხდება და კობახიძე, მდინარაძის ხელით ფაქტობრივად გადატრიალებაა.

ისიც უნდა ესმოდეს შიგნით „ოცნებას“, რომ მდინარაძე არის დაწინაურებული ახლა ივანიშვილის კარზე და მას მიაქვს ენები, რადგან კობახიძე რაღაცნაირად ცდილობს, რომ კალაძეს ხელი დააფაროს, ამიტომ უხერხულობა რომ არ შეიქმნას მდინარაძე გადაიქცა მთავარ ენის მიმტანად, შავ ბუღალტერიად.

კალაძესაც უნდა ესმოდეს, რომ მასაც ძალიან მალე დაუდებენ კონკრეტული თანხის მოთხოვნას. რაც შეეხება გომელაურს, ამდენი წელი ის შს მინისტრი იყო და კრიმინალებს მიუგდო საჯიჯგნად და პერიოდულად იბარებენ. მოკლედ რომ ვთქვათ დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...