ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბები"აღდგომის პერიოდში ქუთაისის და ზესტაფონის სასაფლაოები 3 დღის...

“აღდგომის პერიოდში ქუთაისის და ზესტაფონის სასაფლაოები 3 დღის განმავლობაში დაკეტილი იქნება” – ზვიად შალამბერიძე

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სააღდგომო პერიოდში ქუთაისში 13 და ზესტაფონში 3 სასაფლაო დაიკეტება. მისივე თქმით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილებაკორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო, რადგანაც აღდგომის დღესასწაულებზე ბევრი ხალხი გადის სასაფლაოებზე და ინფექციის შიდა გავრცელების რისკი მაღალია:

აღდგომის პერიოდში ქუთაისის და ზესტაფონის სასაფლაოები 3 დღის განმავლობაში დაკეტილი იქნება. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, კონკრეტულად რომელ სამ დღეს დავკეტავთ, ეს იქნება – კვირა, ორშაბათი, სამშაბათი თუ შაბათი, კვირა და ორშაბათი, ამ დღეებში დავაზუსტებთ, და ზუსტად ეცნობება მოსახლეობას, როდიდან დაწესდება ეს შეზღუდვები,“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილის 21:00 საათიდან, 10 დღით, ოთხ დიდ ქალაქში, – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი, შესვლა და გასვლა აიკრძალა.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...