კვირა, აგვისტო 3, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდაინფიცირებულთა რიცხობრივი ზრდა ეკლესიას და პატრიარქს დაბრალდება, რადგანაც...

დაინფიცირებულთა რიცხობრივი ზრდა ეკლესიას და პატრიარქს დაბრალდება, რადგანაც როგორც ამბობენ მასობრივი ტესტირებები მხოლოდ აღდგომის შემდეგ დაიწყება – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წარმოშობილ გაურკვევლობას ეხმიანება და სოციალურ ქსელში საკუთარ პოზიცია-მოსაზრებას აქვეყნებს. მისი აზრით, მრევლის ორად გაყოფის მცდელობაა. ამასთან მას მიჩნია, რომ ის რაც ხდება ქვეყანაში მიზანად ისახავს ეკლესიის გაყოფას, პატრიარქის დასუსტებასა და მოსახლეობის დაპირისპირებას:

sos! sos! sos!

დაიწყო ახალი ტალღა კორონავირუსის გამოყენების კერძო ინტერესებისათვის!
დაიწყო მრევლის, მოსახლეობის ორად გაყოფის მცდელობა! ხდება ხიდის ჩანგრევა იმ ადამიანებს შორის, ვინც არ მიდის ტაძარში და ვინც ტაძარში მიდის! ხელოვნურად ხდება ამ თემის უტრირება და სიტუაციის დაძაბვა!

როდის ყოფილა, რომ მთელი მოსახლეობა, მთელი მრევლი აღდგომის დღესასწაულზე ქუჩაში გასულიყოს და ლიტანიობაში მიეღოს მონაწილეობა? ყოველთვის იყო ხალხი, ვინც სახლში ლოცულობდა იყო მეორე ნაწილი, რომელიც ტაძრებში ათვდა ღამეს.

ახლა, რა მოხდა ასეთი????… რატომ გახდა ეს თემა საჯილდაო ქვა?… რატომ არიან ამ პროცესში ჩართული პარტიები, რატომ ხდება მესიჯბოქსებით მიმართულებების რეგულირება?…

ყველა ის ადამიანი, რომელიც ილოცებს სახლში, ჩემთვის ილოცებს, მე მისთვის ვილოცებ! ისინი, ისევე, ჩემსავით და ხშირ შემთხვევაში ჩემზე მეტად მორწმუნეები არიან! არანაირი საყვედური მათ მიმართ არ შეიძლება არსებობდეს, ისევე როგორც არ უნდა იყოს წყენა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ტაძარში ლოცვის შემდეგ სახლებში დაბრუნდებიან და თვითიზოლაციას გააგრძელებენ!

ნუ აყვებით თავსმოხვეულ დაპირისპირებას! უბრალოდ, გავუგოთ ერთმანეთს და დავდგეთ იმათზე მაღლა, ვისაც ეკლესიის გაყოფა, პატრიარქის დასუსტება და ჩვენი დაპირისპირება უნდათ!

მშვიდობა და ჯანმრთელობა ქართველ ხალხს! ნდობა, პატივისცემა, სიყვარული და თანადგომა (სახლში და ტაძარშიც) განსაცდელის წინაშე მდგომ ჩვენს პატრიარქს და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას!

P.S. როგორც ამბობენ, მასობრივი ტესტირებები აღდგომის შემდეგ დაიწყება და დაინფიცირებულთა რიცხობრივი ზრდა რელიგიურ დღესასწაულზე ხალხის აქტივობას დაბრალდება! უფრო სწორედ, ეკლესიას და პატრიარქს დაბრალდება!

ამიტომ, ჩაატარეთ ან ჩაგეტარებინათ ეს ტესტირებები დროულად….

ისედაც უამრავი დაინფიცირებული დადის მაღაზიებში, ექიმებთან, ერთმანეთთან სტუმრად… დადის 1 თვეზე მეტია,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...