შაბათი, მარტი 14, 2026
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას" -...

“რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საქართველოში ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრების 6 ფაზაზე საუბრობს

რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას:

ფაზა 1: ძალაუფლება დევნის აქტიურ ადამიანებს. ჯერ სიმბოლურად სჯის, შემდეგ თანმიმდევრულად ამძაფრებს, ბოლოს სანიმუშოდ სჯის;

ფაზა 2: ძალაუფლება დევნის ხისტად გამოხატულ ადამიანებს. მანიპულირებს კანონებით და ანალოგებით;

ფაზა 3: ძალაუფლება დევნის ნაკლებად კონსტრუქციულად გამოხატულ ცნობილ სახეებს. ჯერ სიმბოლურად სჯის. შემდგომ სიტუაციურად ამძაფრებს დასჯის მეთოდებს – მოიცავს პოლიტიკოსებს, საზოგადოებისათვის ნაცნობ სხვა სახეებს;

ფაზა 4: ძალაუფლება თანმიმდევრულად დევნის კრიტიკის სივრცეს, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ უკვე ნებისმიერ გამოვლინებას – კონსტრუქციული ფორმის მამხილებლებს, მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული რეპუტაცია და ლოკალური ჯგუფების პატივისცემა, როგორც შესაძლო არასასურველი გავლენის მქონე პერსონებს;

ფაზა 5: ძალაუფლება დევნის უკვე ზოგად უკმაყოფილებასაც, წვრილმანი თუ საშუალო მნიშვნელობის თემებზე გამოხატულ წინააღმდეგობას და უკმაყოფილებას. კიდევ უფრო ძლიერდება ტირანია, ძალაუფლების საჭიროების მიხედვით;

ფაზა 6: ძალაუფლება დევნის და თრგუნავს ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს, რეპრესირების მექანიზმი ხდება უკვე არა სეგმენტური, არამედ საყოველთაო – ტოტალური.

ამ ფაზაში უნდა დასრულდეს ტოტალიტარიზმის დამკვიდრების პროცესი და სახელმწიფო გადავიდეს ტოტალიტარის მმართველობის რეჟიმში, რომელიც ერთი მხრივ თრგუნავს და აშინებს, მეორე მხრივ კი აკერპებს ძალაუფლებას მისდამი, როგორც ერთადერთი გადამრჩენელის მიმართ.

ამჟამად გავლილია ორი ფაზა, მიმდინარეობს მესამე ფაზაზე გადასვლის პროცესი. ასეთი გზა აქვს დაგეგმილი დღეს არსებულ ძალაუფლებას“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პუტინი აშკარად შეშინებულია და ომის დაწყების შემდეგ აღარ ჩნდება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შეფასებებს აკეთებს შექმნილ...

“ახლა მთავარი პასუხისმგებლობა “ოპოზიციის ალიანსზეა”, ოპტიმალურად რომ გამოვიყენოთ ყველა ეს ბერკეტი ცვლილებების მოსატანად” –...

პატიმრობაში მყოფი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია ეუთოს საგამოძიებო...

“ლაკა ხოშტარია არის სათნოების და ერთდროულად სიმტკიცის, გაუტეხლობის, შეუპოვრობის მაგალითი” – მიხეილ სააკაშვილი

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას მიმართ განსაკუთრებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პასუხი კითხვაზე – რატომ გეძახიან რუსეთუმეს, გაცემულია” – ლელა ჯეჯელავა ნინო ნადირაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების შეხსენებით, ემოციური შეფასება-განმარტებებით და...

“ქართული ოცნებისთვის” ეუთო-ს ეს ანგარიში დიდი უბედურებაა” – გია ჯაფარიძე

ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე, ეუთოს საგამოძიებო...

“ხელისუფლების მომხრეთა თვითდარწმუნება ბიძინას უცთომელობაში ისეთ სიმაღლეებზეა უკვე გასული, რომ ყველაფერს ირწმუნებენ” – დავით...

ყულევის ტერმინალის საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციციებს კონკრეტული განმარტებებით და...

მიხეილ სააკაშვილი: “ტრამპი მაგრად უსრულებს პუტინს…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბოლო პერიოდში მომხდარ გეოპოლიტიკურ...

“იმედია, როცა მიშას სიტყვის დრო მოვა, ისეთი ხმამაღალი იქნება, რომ გავიგებთ” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის,...