სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიქობულეთის მუნიციპალიტეტში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში...

ქობულეთის მუნიციპალიტეტში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება

კორონავირუსული ინფექციის შიდაგავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში საგანგებო მდგომარეობა გაამკაცრა. დადგინდა სპეციალური რეჟიმი და იკრძალება შესვლა-გამოსვლა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა:

დღეისათვის საქართველოში უკვე არის დადასტურებული COVID-ინფიცირების 252 შემთხვევა და რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათ ქონდათ კონტაქტების საკმაოდ ფართო წრე და შესაბამისად, ჩვენ გვიწევს, რომ მივმართოთ სპეციალურ ღონისძიებებს. გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელიც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. რეჟიმის აღსრულებას ადგილზე უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები.

ისევე, როგორც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების პირობებში, მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი საჭიროებენ პროდუქტების ან მედიკამენტების შეძენას, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვები და მკაცრი ზომები ტარდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავუმკლავდეთ COVID-19-ის გავრცელებას, მაგრამ არცერთი შეზღუდვა და არცერთი რეგულაცია ვერ იქნება ეფექტური, თუ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ დაიცვა ის და არ გაითვალისწინა.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში და მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გამოვიდეთ და ამით დავიცვათ საკუთარი თავი და თითოეული ჩვენი მოქალაქე,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...