spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი გიტოვებს ომს ან მონობას. ან ორივეს ერთად"...

“ივანიშვილი გიტოვებს ომს ან მონობას. ან ორივეს ერთად” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, კონკრეტულ გეოპოლიტიკურ საკითხებს განიხილავს და მძიმე რეალობაზე საუბრობს:

ყველა სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ივანიშვილი პირიქით მოქმედებს.

ყველა სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ძლიერი მეგობრების შეძენაზე. ივანიშვილი პირიქით იქცევა.

ყველა სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გახდეს გადარჩენის მიზნითაც. ივანიშვილი პირიქით მოძრაობს.

ყველა სახელმწიფოს ხელს უნდა აძლევდეს მტრის დასუსტება. ივანიშვილის რეჟიმი გულშემატკივრობს და ეხმარება კიდეც მტერს.

იმედია, ამ ოთხ ფაქტს ყველა იზიარებს. საკამათო არაფერია.

მოდი ახლა მივყვეთ იმ ლოგიკას, რომელსაც ივანიშვილი ხალხს ახვევს თავს. ის გვეუბნება, რომ ოთხივე უნდა უარვყოთ და გადავრჩებით. ამას ზედ უმატებს კიდევ ერთს – მე ვარ მშვიდობის გარანტი. სანამ მე ვარ, ომი არ იქნება.

თავი დავანებოთ იმას, რომ ეს სრული სისულელეა. ვინც რუსეთთან ეს გზა აირჩია, ყველამ საპირისპირო შედეგი მიიღო.

მაგრამ კარგი – ვთქვათ, ამ სიგიჟესაც დავუჯერეთ. ალბათ იმაშიც ყველანი ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის ძალაუფლება მარადიული არ არის. ბოლოს და ბოლოს, მოკვდავია.

ერთი სიტყვით, დადგა რეალობა, როცა მშვიდობის ,,გარანტი” ივანიშვილი აღარაა, რადგან არც ძალაუფლება და არც სიცოცხლე არაა მარადიული. რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით – უსაფრთხოება არ გვექნება, მეგობრები არ გვეყოლება, არც ერთი ძლიერი გაერთიანების ნაწილი არ ვიქნებით.

რჩები სრულიად მარტო და აბსოლუტურად დაუცველი შენი დაუძინებელი მტრის წინაშე.
მერე რა ხდება?

გიწევს ომი – შენ და შენს შვილებს. ან დანებება და მონობაში ცხოვრება, სადაც რუსის ჩექმა მოგხვდება ყოველდღიურად თავში შენც და შენს შვილებსაც.

შესაბამისად, ივანიშვილი გიტოვებს ომს ან მონობას. ან ორივეს ერთად.

ივანიშვილია ომის პარტია.

ეს უნდა გაიაზროს ყველამ. შენს თავს და შენს შვილებს წირავ ომისთვის ან მონობისთვის ან ორივესთვის ერთად.

მისივე ფსევდოლოგიკითაც კი ასე გამოდის.

ერთადერთი გზა ამ კაცის მოშორებაა“, – წერს ვახო სანაია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური” – კახა კალაძე

„ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

ირაკლი კობახიძე: “ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება”

საქართველოს მმართველ გუნდთან მიმართებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მწვავე კრიტიკულ...

გია ხუხაშვილი: “ვუსურვებ წარმატებებს ახლად დაფუძნებულ პარტია “ჯერ საქართველო”-ს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტია "ჯერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

ია ანთაძე: “ვერ გატეხთ ელენეს და ვერც მოკლავთ!”

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...