სამშაბათი, ივლისი 1, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირელიგია და ტრადიცია19 აპრილი, 15:36 თბილისის დროით - წმინდა ცეცხლის...

19 აპრილი, 15:36 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო მორიგ ჯერზე ისევ გახდა სასწაულის მოწმე. დღეს, 19 აპრილს, 15:36 თბილისის დროით, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მოხდა.

უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი, ამჯერადაც, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.

 

ინფორმაციისთვის – ისტორიული ფაქტები:
წმინდა ცეცხლს “ჭეშმარიტების ნათელს” უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

პირველი ცნობები ზეციული ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ უკვე ადრე შუა საუკუნეებში გვხვდება. V-VI საუკუნიდან ამ მოვლენაზე საუბარია სხვადასხვა წყაროებში, თუმცა მინიშნებების დონეზე. პირველი მკაფიო ისტორიული ცნობა უფლის საფლავზე ”ზეციური ნათელის” შესახებ მემატიანეებთან ჩნდება IX საუკუნიდან.

ეკლესიის წმინდა მამების რწმუნებით, პეტრე მოციქულმა საფლავთან მისვლისას გონიერი და სხეულებრივი თვალით ხელთუქმნელი ღვთაებრივი სინათლე იხილა, რომელმაც გაანათა მაცხოვრის საფლავი.

ევსები კესარიელი”საეკლესიო ისტორიაში” წერს იმის შესახებ, რომ დიდი სააღდგომო ღამისთევისას დიაკვნებს დააკლდათ ზეთი, რის გამოც მთელი ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ხოლო იერუსალიმის პატრიარქმა ნარცის I-მა (185–213) უბრძანა მათ, ვისაც მზადყოფნაში მოჰყავდათ განათება, ჩამოესხათ წყალი და მოეტანათ. შემდეგ სილოამის ემბაზიდან კანდელებში წყლის ჩასხმის კურთხევა გასცა. ამ წყალმა მიიღო ზეთის თვისება, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

მაცხოვრის საფლავი მდებარეობს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

საინტერესო ცნობაა დაცული ლუდოლფ ზუდჰაიმის 1347 წლის ცნობაში: “ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღებიო“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...