შაბათი, ივლისი 12, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეკითხვა მინდა დავუსვა ირაკლი კობახიძეს - როდის უფრო...

“შეკითხვა მინდა დავუსვა ირაკლი კობახიძეს – როდის უფრო მეტად იქნება მშვიდობა გარანტირებული საქართველოში” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს მეგობარი აქტის შესახებ და კონკრენტული კითხვებით მიმართავს მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძეს:

,,შეკითხვა მინდა დავუსვა ირაკლი კობახიძეს – ამერიკის სენატმა, საგარეო კომიტეტმა მიიღო ,,მეგობარი აქტი”.

მე მინდა გკითხო პირადად შენ და შენს თანაგუნდელებს – ,,მეგობარი აქტი” ითვალისწინებს საქართველოში ამერიკული ინვესტიციების შემოტანას, თქვენ ამას ეწინააღმდეგებით?! თქვენ ეწინააღმდეგებით უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან, რომელსაც გვთავაზობს ამერიკა?! თქვენ წინააღმდეგი ხართ იმის, რომ ქართველი ახალგაზრდები წავიდნენ და განათლება მიიღონ ამერიკაში?! თუ იმას ეწინააღმდეგებით, რომ მეტი ვაჭრობა გვქონდეს უფრო თავისუფალი ამერიკის შეერთებულ შტატებთან?! თუ იმას ეწინააღმდეგებით, კითხვაზე პასუხი გამეცით კონკრეტულად, რომ მეტად დაგვეხმაროს ამერიკა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში?!

ათას სიგიჟეს საუბრობენ თქვენი თანაგუნდელები. კითხვა მაქვს – თქვენ ამ ყველაფრის წინააღმდეგი ხართ?! ანუ არ გინდათ, რომ ქართველებმა უვიზოდ იარონ ამერიკაში?! არ გინდათ, რომ ამერიკული კომპანიები შემოვიდნენ?! არ გინდათ, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა განათლება ამერიკაში მიიღონ?!

დააფიქსირეთ ამაზე კონკრეტული პოზიცია და უფრო მეტიც, კითხვას ვსვამ: როდის უფრო დაცული იქნება საქართველო და როდის უფრო მეტად იქნება მშვიდობა გარანტირებული საქართველოში – როდესაც ამერიკის მსგავსი ზესახელმწიფო შენს გვერდით არის თუ როდესაც მარტო ხარ მიტოვებული ბედის ანაბარა და საჯიჯგნად ხარ მტრისთვის ქცეული?!

ამ კითხვებს გაეცით კონკრეტულად პასუხი.

თქვენ ახლა ფაქტობრივად ყველაფერზე საუბრობთ გარდა იმ რეალობისა, რაზეც საუბარი არის ,,მეგობარ აქტში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...