spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე..." - ზურაბ...

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით იხსენებს და ჰყვება იმ ემოციური განცდების შესახებ, რაც განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაეუფლა:

როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე, არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებული.

უფრო სწორად, პირველი რაც გავაკეთე ტელევიზორის წინ, საკნის შუაში მდგომმა, თითებზე გადავითვალე რამდენი გამოდიოდა, როდის უწევდა 7 თვე და მერე დავიწყე ფიქრი, რას ვმაზავ დეკემბრამდე.

კოსტას დაბადების დღე ივლისში.

ბებიაჩემის და ბიძაჩემის (რომლებიც ცოცხლები აღარ არიან და რომლებმაც გამზარდეს) აგვისტოში.

მამაჩემის (ასევე აღარაა ცოცხალი) დაბადების დღე სექტემბერში.

ალექსანდრეს დაბადების დღე ასევე სექტემბერში.

კატოს დაბადების დღე ოქტომბერში.

მერე ვიფიქრე, რომ ყველაფერი ნატას დაეყარა თავზე და უსამართლობაა.

მერე ვიფიქრე, რომ თვითონაც არ იცის რამდენად მაგარია და გაუძლებს.

მერე ისევ კოსტასთან დავუბრუნდი და ვიფიქრე, რომ ყველაზე მეტად მას გაუჭირდება.

მერე შემეშინდა, რომ ისეთი სიახლოვე აღარ გვქონდეს მე და კოსტას, როგორიც გვქონდა. შემეშინდა და შევეშვი ფიქრს.

დედაჩემზე გადავერთე, მასზე შიში ახლა ყველა სხვა შიშს მიფარავს”, -| ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

P.S. 12 ივლისს ზურა გირჩი ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა…

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვების მკურნალობასა და ქვეყნის სიყვარულს მიუძღვნა, სისტემა აბსურდული ბრალდებით სჯის”...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...