spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის მახათას მთის მიმდებარედ არსებულ...

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის მახათას მთის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობისგან დაზარალებულებისთვის გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 11 ჰექტარია.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით უკვე 2 500 პირი დაკმაყოფილდა.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საკითხი იყო პრობლემა, რომელიც ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. ათეული წლების განმავლობაში 3 500-მდე დაზარალებული ოჯახი ვერ იღებდა საკუთარ ფართებს. ჩვენ 2017 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გავეცით დაპირება, რომ მათ აღნიშნულ პრობლემას მოვუგვარებდით – აუშენდებოდათ და საკუთრებაში გადაეცემოდათ ბინები. ამ მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.

ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამებით, დღეის მდგომარეობით, უკვე 2 500-მდე პირი დავაკმაყოფილეთ. ზოგიერთ მათგანს უკვე გადაცემული აქვთ ბინები საკუთრებაში, ზოგიერთი მათგანის ბინები კი მშენებლობის პროცესშია.

გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ოჯახები ფართებით დასაკმაყოფილებელი, დამატებით გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 11 ჰექტარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ფართებით დამატებით 300-მდე დაზარალებული ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება თბილისის მუნიციპალიტეტს, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დასაკმაყოფილებლად, გადმოსცეს არანაკლებ 24 100 კვ.მ საცხოვრებელი ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შეგვეძლება, დამატებით დავაკმაყოფილოთ 300-მდე დაზარალებული ოჯახი.

მინდა, მივმართო ბიზნეს სექტორს, ამ პროექტებით დაინტერესებულ ყველა პირს, რომ გაეცნონ შესაბამის პირობებს და მიიღონ მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...