spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"პოლიტიკაში მონაწილეობის შეზღუდვა ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა"...

“პოლიტიკაში მონაწილეობის შეზღუდვა ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა” – სევდია უგრეხელიძე

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს 48-ე სესია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში. სესიაზე სიტყვით გამოვიდა სევდია უგრეხელიძე, რომელმაც ისაუბრა ქალების პოლიტიკაში ჩართვისას, ოჯახური ძალადობის თუ სხვა მხრივ საქართველოში არსებულ პრობლემებზე:

პოლიტიკაში მონაწილეობის შეზღუდვა ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა. მასთან ერთად მუდამ არსებობს სწავლის, შრომის უფლების დარღვევა, ოჯახური ძალადობა და ზოგჯერ ფემიციდიც. ამიტომ არაა გასაკვირი საქართველოში უკუსვლა ამ მიმართულებით.

ჩვენ გვქონდა კანონი პარლამენტის საარჩევნო სიებში ქალთა კვოტის წახალისების შესახებ, რომელიც გაუქმდა. ასევე უდიდეს ზეწოლას განიცდიან პოლიტიკურ მანიფესტაციებში მონაწილე ქალები. პოლიციელები მათ ორგანიზებულად, სისტემურად აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

გვყავს პოლიტიკური პატიმარი, ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი რომელზეც ისაუბრა ჩემმა კოლეგამ. ყველაფერი ეს ხდება ტრადიციების დაცვის და სხვა ფსევდო კონსერვატიული ფასეულობების სახელით, რაც უკვე სახიფათო ტენდენციად ყალიბდება არა მარტო საქართველოში. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ეს ტენდენცია”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

“სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა” – მარიამ ლაშხი

„სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...