spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების თაიგული” – გიორგი ვაშაძე

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების თაიგული.

რა ბრალი დარჩა იმ პროპაგანდიდან? არაფერი!

ქვეყანას ანგრევენ, მილიონებს იპარავენ, ხალხს აჯარიმებენ, არბევენ, იჭერენ, ციხეში სვამენ და ისინი პიჯაკებზე და გაუგებარ 9 მილიონზე გველაპარაკებიან!

ეს უსამართლობა მხოლოდ ერთ ადამიანს არ ეხება. რეჟიმი მაშინ იმარჯვებს, როცა გვყოფს. რეჟიმი მაშინაა ძლიერი, როცა ერთმანეთს ვებრძვით!
მათი სტრატეგიაა გათიშვა და დაპირისპირება – ჩვენი პასუხი უნდა იყოს ერთიანობა!

ყველა უსამართლოდ დევნილი უნდა გათავისუფლდეს – უპირველესად, აქციებზე დაკავებული სტუდენტები, ექიმები, ჟურნალისტები და ყველა პატრიოტი, ვინც საქართველოსთვის იბრძვის!

ერთად დგომა არჩევანი არ არის – ეს გამარჯვების გზაა! და ამ ბრძოლას ერთად მოვიგებთ!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...