spot_img
მთავარიაქტუალური თემებიყოველი დაკარგული დღე, ეს არის არა მხოლოდ ჯანმრთელობის...

ყოველი დაკარგული დღე, ეს არის არა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემა, არამედ შიმშილის პრობლემაც – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს. იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან მაქსიმალურად სწრაფად, როგორც ჯანდაცვის მხრივ, ასევე ეკონომიკური მიმართულებით:

“პარასკევს სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა წარვადგინეთ. სერგო ჩიხლაძე (ჯანდაცვის ექსპერტი) იყო ერთ-ერთი მთავარი ავტორი ამ გეგმის და არა მხოლოდ ის. ეს იყო ჯანდაცვის, სამხედრო და სხვა სფეროს ექსპერტებთან ერთად შემუშავებული გეგმა.

დღეს ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს: კაცობრიობა იმყოფება ომის პირობებში, შესაბამისად სწორედ საომარ სტრატეგიას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა. სხვადასხვა ქვეყანამ აირჩია სხვადასხვა გზა, მაგრამ ჩვენ ორ კვირაზე მეტია ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა, რა სტრატეგიით მოქმედებს, სამწუხაროდ ასეთი დოკუმენტი არ გვიხილავს.

ასეთი დოკუმენტი გამოაქვეყნა აბსოლუტურად ყველა ქვეყანამ და არის საჯარო – დაწყებული სინგაპურიდან, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, გერმანიამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. თითოეულმა ადამიანმა იცის რა გზით მიდიან. სამწუხაროდ ჩვენ ასეთი დოკუმენტი არ გვინახავს, შესაბამისად სხვა გზა არ დაგვრჩენოდა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ვერსია შეგვეთავაზებინა.

რით განსხვავდება ფუნდამენტურად ჩვენი ვერსია იმისაგან, რასაც აქამდე საქართველო აკეთებს? პირველ რიგში განსხვავდება იმით, რომ ნაცვლად თავდაცვა-შეკავების სტრატეგიისა, ჩვენ ვთავაზობთ შეტევა-აგრესიული თავდასხმის სტრატეგიას. ყველა ქვეყანა ვინც აირჩია შეტევა და თავდასხმის სტრატეგია, სხვებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. ხაზი უნდა გავუსვათ, ვინც არ აირჩია ეს სტრატეგია, მათ ბევრი პრობლემა აქვთ, მაგალითად: იტალია, ესპანეთი, ჩაკეტილი ქვეყნები. საბოლოო ჯამში იმ ქვეყნებმა, ვინც თავიდან თავდაცვა-შეკავების სტრატეგია აირჩია, გადავიდა აგრესიული შეტევის სტრატეგიაზე. ჩვენ კი ისევ ვიმყოფებით თავდაცვა-შეკავების ვითარებაში.

ჩვენ გვინდა, რომ ინტენსიური იყოს დიალოგი და დისკუსია, რომ არასწორ გზაზე მიმავალი ანტიკრიზისული ნაბიჯები შემოვატრიალოთ როგორმე და წავიყვანოთ სწორ მიმართულებით. ხელთ მაქვს ორი დოკუმენტი, ერთი არის მოსამზადებელი სამუშაოები ამ აგრესიული შეტევისათვის, ხოლო მეორე დღეების მიხედვით გათვლილი, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღე ამ კუთხით.

აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, ყველა ამ შეთავაზებით მივმართავთ საქართველოს მთავრობას. მე პირველი ვიყავი, ვინც მორატორიუმი გამოვაცხადე კრიტიკაზე და არც დღეს ვარ კრიტიკის რეჟიმში, მხოლოდ და მხოლოდ ვთავაზობთ სწორ გზას იმ საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, რაც დღეს არის. არც ერთხელ ჩვენ არ მიგვიმართავს სამედიცინო მუშაკებისათვის. რა უფლება მაქვს ვისაუბრო მკურნალობის მეთოდზე?! – მე ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ კრიზისული მენეჯმენტი, რომელიც დღეს სჭირდება ქვეყანას ეს ნამდვილად გვეხერხება, ვიცით, გაგვივლია და არსებობს ამის საერთაშორისო გამოცდილება.

ჩვენ დროულად თუ არ გადავედით სწორი ნაბიჯების გადადგმაზე ყოველი დაკარგული დღე, ეს არის არა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემა, არამედ შიმშილის პრობლემა. ინდოეთში, დღეს გამოცხადდა, რომ არის შიმშილი. მე ნამდვილად არ მინდა, რომ ჩვენც ამ ვითარებაში ჩავვარდეთ.

ადამიანები, ვინც სახლში სხედან მთავარი კითხვა და ყველაზე მეტი “მესიჯი”, რაც მოდის ჩემთან მოდის – არის რა ვჭამო?! – ეს პრობლემა უდგას საქართველოს მოსახლეობის 95%-ს, მათ არანაირი დანაზოგი არ გააჩნიათ. საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე წამლებს და პირველადი მოხმარების პროდუქტებს ვალით ყიდულობს. თუ ჩვენ ამ კრიზისიდან დროულად არ გამოვედით ამ ხალხმა რა უნდა ქნას?!“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...