spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარის პოპულარიზაცია 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

აჭარის პოპულარიზაცია 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  ITB Berlin წარადგინა. უწყების მენეჯმენტმა, რეგიონის ცნობადობის გაზრდისა და ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით, 50-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა სარეკლამო, ტურისტული კომპანიების, მსხვილი მედიაჰოლდინგების, ასოციაციებისა და ციფრული მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორის, Bloomberg-ის, Euronews-ის, BBC-ის, Wanderlust-ის, The Culture Trip-ის, Nat Geo Traveller-ის, World Travel Cities Federation-ის მენეჯმენტთან, ასევე UNESCO-ს, aeroTELEGRAPH GmbH-ის, Beautiful Destinations-ის, Die Zeit-ის, Bild. De-ისა და სხვებთან.

დეპარტამენტის მენეჯმენტმა საერთაშორისო ღონისძიებაშიც IMM Germany მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გერმანულენოვანი ქვეყნების ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან გამართა. ITB Berlin მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენაა, რომელშიც წელს 190 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. წელს, მას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. გამოფენას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდნენ. წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების პოზიციონირება ჯამში 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა, როგორც ევროპაში, ისე აზიასა და მეზობელ ქვეყნებში.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...