spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რომ არა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება და...

“რომ არა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა ვერ გვექნებოდა” – კახა კალაძე

ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით საუკეთესო ოცეულში მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ახორციელებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით საქართველო საუკეთესო ოცეულში რომ მოხვდა, ეს მმართველი პარტიის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის დამსახურებაა.

ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ახორციელებს. პირველი და მნიშვნელოვანი იყო მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობა რომ არა, ვერც ეკონომიკური განვითარება გვექნებოდა და ვერც ეკონომიკური კეთილდღეობა. მშვიდობის შენარჩუნება ბევრი შეურაცხყოფის, მუქარისა და შანტაჟის ფონზე მოგვიწია, რომელიც სამწუხაროდ, ცალკეული ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან დღესაც გრძელდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავატარებთ ქვეყნის ინტერესს, მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

მშვიდობას დღეს ალტერნატივა არ აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტიც პირდაპირ საუბრობს, რომ მშვიდობა უმნიშვნელოვანესია. ის შედეგები, რასაც ჩვენ ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ვიღებთ, ზუსტად აქედან გამომდინარეა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...