spot_img
მთავარირეგიონის ამბებიკურორტ "გოდერძის" ინფლუენსერები სტუმრობდნენ

კურორტ “გოდერძის” ინფლუენსერები სტუმრობდნენ

კურორტ „გოდერძის“ ესპანელი, იტალიელი, ებრაელი ინფლუენსერები და გაუკვალავ თოვლში მოთხილამურეები სტუმრობდნენ. ისინი კურორტზე არსებულ ტურისტულ პროდუქტებს, სერვისებს გაეცნენ და თავადვე გამოსცადეს კურორტზე არსებული სათხილამურო ტრასები. განსაკუთრებით საინტერესოა, გაუკვალავ თოვლში მოთხილამურეები ესპანეთიდან და იტალიიდან, რომლებიც გამომწერებს ალპურ ზონასა და გოდერძის ტყეებში თვიასუფალი სტილით სრიალის ულამაზეს კადრებს უზიარებენ. ინფლუნსერებმა ადგილობრივი კერძებიც დააგემოვნეს და მონაწილეობა მიიღეს მათი მომზადების მასტერკლასებში. ისინი სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ წელს პირველად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ესტუმრნენ.

კურორტი „გოდერძი“ განაგრძობს განვითარებას. ის განსაკუთრებით პოპულარულია თავისუფალი სტილით მოთხილამურეებისთვის, რადგანაც კურორტი იძლევა საშუალებას როგორც ალპურ რელიეფზე, ისე ტყის მასივში, ძალიან საინტერესო მარშრუტებზე ისრიალონ ვიზიტორებმა. აღსაღნიშნავია, რომ კურორტის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენთან სტუმრად მყოფი ინფლუენსერები აქტიურად უზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს მილიონობით გამომწერს“, – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.

უხვი თოვლის შესახებ ინფორმაცია გვქონდა, თუმცა მოლოდინებს გადააჭარბა თოვლის რაოდენობამ. აღფრთოვანებული ვართ თოვლის ხარისხითა და გარემოთი, შესაძლებლობა გვქონდა გაუკვალავ თოვლში გვესრიალა და გვიხარია, რომ დღეს, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი და ფაფუკი (powder) თოვლი იქნება, რაც ჩვენ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს სრიალისთვის. გარდა სრიალისა, ჩვენი ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს დავაგემოვნოთ ქართული კერძები, რაც განსაკუთრებულად განსხვავებული და მიმზიდველია,“ ამბობს იტალიელი მოთხილამურე და კონტენტკრეატორი ნიკოლა პესეტო.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...