პარასკევი, მაისი 9, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კონსტიტუციის მიხედვით, 150 კაციან პარლამეტში ასი პირი მაინც...

“კონსტიტუციის მიხედვით, 150 კაციან პარლამეტში ასი პირი მაინც უნდა იყოს, რომ ის ფუნქციონირებადად იწოდებოდეს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ეხმაურება კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას,  განმარტავს პარლამენტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხს და კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით მიმართავს გიორგი გახარიას:

,,კონსტიტუციის მიხედვით, 150 კაციან პარლამეტში ასი პირი მაინც უნდა იყოს, რომ ის ფუნქციონირებადად იწოდებოდეს. სამართლიანი პროპორციაა 150/100, ბუნებრივიც. არ აქვს მნიშვნელობა როგორ აირჩა, რა ქნა ან არ ქნა ამ პარლამენტმა. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დღეს, ქაღალდზე ივანიშვილის პარლამენტს 101 “დეპუტატი” ყავს. 89 ოცნება, 12 გახარია.

აქვე ვიტყვი, ნამდვილად არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ გახარიას პარტია ამ პარლამენტში შევა. არა, ძალიან ბევრი ბარიერია უკვე. არც ტაქტიკური საკითხების განხილვაში შევალ, მათი საქმეა.

ვუსმინე ბატონ მამუკა ხაზარაძის განცხადებას. ვეთანხმები მას – პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის პარლამენტში ასზე ნაკლები “დეპუტატი” დარჩეს. ეს ნამდვილად გახდება დამატებითი წნეხი რეჟიმზე, შეიძლება გარდამტეხიც აღმოჩნდეს.

ბატონო გიორგი გახარია მესმის თქვენი პარტიის ხედვის, გვაქვს განსხვავებული, მაგრამ პატივს ვცემ, მეტიც მესმის ბევრი არგუმენტის, მაგრამ მართლაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილს პარლამენტში ასზე ნაკლები რეგისტრირებული პირი დარჩეს. იქნებ ასეთი გამოსავალი იყოს, მინიმუმ ორმა ადამიანმა დატოვოს რეგისტრაცია, რაც ასის ქვევით ჩატოვებს მათ.

მე ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს რაციონალური მსჯელობის საგანი პარტიებს შორის და იმედი მაქვს რაციონალურ და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც გააძლიერებს ქართული საზოგადოების ბრძოლას ივანიშვილის ანტიევროპული რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”, – წერს გიგი უგულავა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დანიშნავენ თუ არა ქოცები ახალ არჩევნებს? რასაკვირველია დანიშნავენ, რადგან ეს ოპოზიციაზე მეტად მათ ინტერესებში...

საპარლამენტო არჩევნების შესაძლო დანიშვნაზე საუბრობს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა და...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...