spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიComCom-მა "ტელეიმედი", "რუსთავი 2" და "ფორმულა" პროდუქტის განთავსების...

ComCom-მა “ტელეიმედი”, “რუსთავი 2” და “ფორმულა” პროდუქტის განთავსების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“, „ფორმულა“ და „აგრომედია“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, ComCom-მა ჩაატარა არხების სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი, რის შედეგადაც პროდუქტის განთავსების არაერთი დარღვევა გამოვლინდა, რამაც გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე, ხოლო პროდუქტს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა. „ტელეიმედის“ შემთხვევაში კი, ასევე გამოვლინდა სპონსორზე მითითების წესების დარღვევაც.
ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ტელეიმედს“, „რუსთავი 2“-ს, „ფორმულას“ და „აგრომედიას“ პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ კონფერენცია „სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები – Product Placement“ გამართა, სადაც მედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს პროდუქტის განთავსების შესახებ ევროკავშირის მედია ექსპერტთან ერთად ჩატარებული კვლევა და კვლევის შედეგები გააცნო. კვლევით დადგინდა, რომ ქართული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროდუქტის განთავსების წესები ტელევიზიების მიერ ყოველდღიურად უხეშად ირღვეოდა. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ComCom-მა გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მაუწყებლებს 2024 წლის ბოლომდე მიეცემოდათ გარდამავალი პერიოდი, რათა თავიანთი სამუშაო, მიდგომები და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებები კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ, ხოლო გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ, კომისია კანონის აღსრულებას სრული სიმკაცრით დაიწყებდა.
გარდამავალი პერიოდის ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლები დამატებით მართავდნენ ინდივიდუალურ კონსულტაციების ტელევიზიების წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად განიხილებოდა პროდუქტის განთავსების დარღვევის მაგალითები, საკანონმდებლო ბაზა და გაიდლაინები, რათა 2025 წლიდან ყველა მაუწყებელს კანონი ეფექტიანად აღესრულებინა.
შეგახსენებთ, რომ სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. ამასთან, პროგრამაში პროდუქტის განთავსება და სპონსორზე მითითება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს, რათა მაყურებელმა იცოდეს, რა სახის კომერციულ კომუნიკაციასთან აქვს საქმე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახური ავრცელებს
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...