spot_img
მთავარიანალიტიკა"მოსახლეობაში ნეგატიური მოლოდინები იზრდება და რასაც ეკონომიკაზეც გავლენა...

“მოსახლეობაში ნეგატიური მოლოდინები იზრდება და რასაც ეკონომიკაზეც გავლენა ექნება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

2025 წლის იანვარის თვეში სახელმწიფო ხაზინაში გადასახადების სახით 2 მილიარდი ლარი მობილიზირდა.

იანვარში საშემოსავლო გადასახადმა 836 მლნ. ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 17%-ით, შესაბამისად მოგების გადასახადი – 273 მლნ. ლარი – 17% -იანი ზრდა, დღგ – 806 მილიონი – 0,9%-იანი (7 მლნ. ლარით) კლება, აქციზის გადასახადი – 110 მლნ. ლარი – 38%-იანი კლება [1].

მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ზრდის პირობებში, როდესაც მცირდება დღგ და აქციზის გადასახადი, იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეების (მომხმარებლების) მოლოდინები ნეგატიურია და ცდილობენ ნაკლები დახარჯონ, რათა შემოსავლის დიდი ნაწილი „შავი დღისთვის” შეინახონ. თუ მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, მომავალ თვეებში შემცირდება მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების მოცულობაც, რაც თავის მხრივ ჯაჭვური რეაქციით ეკონომიკის შემცირებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, წინა წლის 10%-იანი ზრდის ნაცვლად საქართველოს ეკონომიკური განვითარება 6,5%-მდე შემცირდა და გაუარესდა ლარის კურსი[2].

 

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

  1. https://bm.ge/news/ianvarshi-biujetshi-dghg-s-shemosavali-shemtsirda?fbclid=IwY2xjawIPCf1leHRuA2FlbQIxMQABHddo1NNvQ-mSlRsvYO06tBV0bQ-76vfz4UmeE8iH_cHoEW3dH578zvDOvw_aem_-73C0s8PX2FygtRD3FMLbg
  2. https://bm.ge/news/otsneba-aghiarebs-rom-28-noembris-gantskhadebis-shemdeg-qveynis-ekonomikuri-zrda-sheferkhda

ავტორი
ალექსი ნონიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გაბოროტებაა ისიც, როცა სხვის წარმატებას ვერ ამჩნევ, არ გიხარია, თითქოს არც მომხდარა” – გოჩა...

სოციალურ ქსელში ყურადღების გამოჩენის დეფიციტზე მიანიშნებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "გაჭირვების...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ამ უსამართლო ქვეყანაში აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ გზებზე არსებულ განუკითხაობას მაინც ნუ წაახალისებთ!” – ბაჩანა...

მმართველი პარტიის ინიციატივას ცალკეული კატეგორიის მძღოლებისთვის განახორციელოს ფართომასშტაბიანი ამნისტია,...