“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს, ერთგვარი მინიშნებებით:
“დაჰიპნოზებული ჰყავთ ხალხი პროპაგანდით. გუშინ რაც დაემართათ სტრასბურგში, იმაზე გამახსენდა:
2013 წელს აპრილში ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. დიდი ხანი ყველას უყვებოდა მერე, რა მაგარი გამოსვლა მქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიო. ამაყობდა. იმავე დარბაზში “დამარხეს” გუშინ ქოცების დელეგაცია.
2019 წლის ნოემბერში საქართველოს ანბანის მიხედვით ერგო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა. მთელი საქართველოდან ძალით ჩამოიყვანეს ხალხი და იუბილარის გარეშე დაბადების დღის უნიჭო ზეიმი მოაწყვეს თავისუფლების მოედანზე. ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. ფეიერვერკები გაუშვეს დღისით, ვერ გათვალეს, ბევრი ბუშტი იყო კიდევ. საკუთარი მომხრეები დააბოლეს.
ცოტა ხნის წინ ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი იყო ჩამოსული. აი თუ არ გვაქვს საერთაშორისო აღიარებაო – ტყუილი მიასაღეს შემორჩენილ მომხრეებს.
ახლა ამ ორგანიზაციას უპირისპირდებიან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ჯაფარიძე.