საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ “ფრანს 24”-სთვის ინტერვიუს მძიმე შეფასებებით ეხმაურება:
“ამ ბოროტ სულელს ტრამპი ფინთი გოიმი ჰგონია და ფიქრობს, რომ ააგდებს.
სულ სხვა და შემზარავი ფაქტია, რომ ეს გარეწარი ქალი, რომელიც ბოლო დრომდე საქართველოს სახელმწიფოს მეთაური იყო, ჩვენი სამშობლოს დაკნინებას ცდილობს მოსახლეობის რაოდენობის გამო.
ესე იგი ჩვენი მცირერიცხოვნობის გამო აღარც დამოუკიდებლობა გვჭირდება და აღარც სუვერენიტეტი!
ეს ისეთი არამზადაა, ლავროვმა რომ დაუძახოს, “მოდი, აქ დაჯექ, ქალოო”, ცუხცუხით გაიქცევა და ახლა მოსკოვში იტყვის, რუსეთი როგორ არის ძლიერი, როცა 3,7-მილიონიან პატარა ქვეყანას შეუძლია, არ დაემორჩილოსო!
ეს არის მავნებელი, საქართველოს მტერი!
და დღეიდან მოხსენიებული იქნება, როგორც წყეული!😡” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.
ინფორმაციისთვის- სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა:
“ვფიქრობ, ტრამპიც რეალისტია… მთავარი მესიჯი, რაც მის ინაუგურაციაზე გავიგე იყო ის, რომ იგი საუბრობს ძლიერ ამერიკაზე.
აბა, როგორ არის ამერიკა ძლიერი, თუ 3,7-მილიონიან პატარა ქვეყანას შეუძლია, უცებ დასავლეთს გადაუხვიოს, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთისა და რუსეთისკენ შებრუნდეს?
და რას აკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა დაკეტილია ამერიკული ფლოტისთვის?
ასე რომ, არსებობს მთელი სტრატეგიული, რეალური სამყარო, რომელსაც ტრამპი უნდა დაუპირისპირდეს, ზოგიერთი იდეოლოგიის მიმართ სიმპათიების მიღმა“.