“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით თავის პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:
“აგერ ისრაელში ხუთ წელში მეხუთე რიგგარეშე არჩევნებია და ყოველი ახალი პარლამენტის შემდეგ ეს ქვეყანა უფრო და უფრო ძლიერი ხდება.
საქართველოში 34 წელია არასოდეს ჩატარებულა ვადამდელი არჩევნები, რადგან ქართველი დეპუტატი, ჩემი დაკვირვებით, ბოროტმოქმედთა განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც ბოლომდე ამოჭამს თავის ვადას, თუნდაც ქვეყანა დაქცეულა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.