spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს" - თინა ბოკუჩავა

“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს” – თინა ბოკუჩავა

“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს – დიდი ბრიტანეთი მოქმედებისთვის მზად არის და სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი გზავნილი ბრიტანეთის პოლიტიკურ ლიდერებთან“ – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შედეგების შეფასებისას:

ჩვენ გუშინ დავბრუნდით ლონდონიდან, სადაც გვქონდა არაერთი შეხვედრა პარლამენტის წევრებთან ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინდა გითხრათ, რომ ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ევროკავშირის წევრი 16 სახელმწიფოს და გაერთიანებული სამეფოს სახელით, რა თქმა უნდა, მთავარი აქტორი ამ განცხადების შემუშავებაში სწორედ გაერთიანებული სამეფო იყო.

ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სირიამ გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარება და ბევრ სხვა ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, სადაც დიდ ბრიტანეთს შეუძლია გაცილებით უფრო სწრაფად მოქმედება, იმიტომ რომ ის არ არის შებოჭილი ევროკავშირის კონსენსუსის წესით.

ბიძინა ივანიშვილი უნდა ელოდოს მოქმედებას დიდი ბრიტანეთისგან, რაც აღნიშნული იყო მათ შორის იმ განცხადებაში, რომელიც სწორედ იმ დღეს გამოქვეყნდა, როდესაც ჩვენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა განვმართეთ აღნიშნულ საკითხზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პოლიტიკოსმა ქალებმა დიპლომატიურ კორპუსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

26 ივნისს საქართველოს პოლიტიკოსი ქალების სამუშაო შეხვედრა შედგა დიპლომატიური...

ამ ერთმა ისტორიამ საოცარი გმირობის, თანადგომის, დიდი ერთობის ძალა დაანახა მსოფლიოს…

15 ივნისს ინგუშეთში მდინარე სუნჟაში ჩავარდნილი მეგობრის გადასარჩენად 8...

“ვინც დესტაბილიზაციისკენ გიბიძგებს, გაშანტაჟებს, ხელს აფარებს რადიკალებს და ცდილობს დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის...

„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე....

“ბოლო წლინახევრის სტრატეგია – უარი ვთქვათ საარჩევნო და საპარლამენტო მეთოდებზე და მხოლოდ ქუჩით და...

საზოგადოებაში გავრცელებულ ცალკეულ მოსაზრებებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს განათლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...