ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიმარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადის...

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადის – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის შიდა გადაცემის ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და გამოაცხადა მთავრობის გადაწყვეტილება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით:

დღეის მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირებული გვყავს 54 ადამიანი, თუმცა კარანტინში იმყოფება 3254. მოგეხსენებათ, რომ 21 მარტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა, ეს გახლავთ ერთი შემთხვევა, როდესაც მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს გახლავთ ზუსტად ის შემთხვევა, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია, უკვე რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ და რომლისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ამ ყველაფერში სამწუხარო გახლავთ ის, რომ როგორც ჩანს ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს ნიშნავს. სიტუაცია არის ძალიან რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა, ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეძახდით გავრცელების ახალ ეტაპზე, შიდა გადაცემის ეტაპზე გადასვლა, რომლისთვისაც ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებული და რომლისთვისაც სინამდვილეში მაქსიმალურად ვართ მომზადებულები. თუმცა, ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია და დღეს აქედან გამომდინარე საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, რაც სამართლებრივად ნიშნავს შემდეგს:

  • დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა;
  • იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება;
  • მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად;
  • ასევე ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების საშუალება. 

    მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    სრულად კარანტინის რეჟიმზეა გადასული მარნეულის კლინიკა ჟეო-ჰოსპიტალსი.

    კლინიკის ტერიტორიაზე, 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი, ხოლო მეორე კლინიკა (“ავერსის” კლინიკა) მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც მულტიფუნქციონალური სამედიცინო კლინიკა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“ივანიშვილმა რომ თქვა, წავალ და ოპოზიციაც მე ვიქნებიო, მაგ რეალობაში ვართ” – ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს...