შაბათი, აგვისტო 2, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიყოველგვარი რეგულაცია უნდა მოიხსნას ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით, ფასებით...

ყოველგვარი რეგულაცია უნდა მოიხსნას ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით, ფასებით სპეკულაციის უფლებას არ მოგცემთ! – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯანდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდა, რომ ჩინეთიდან კორონავირუსის დამდგენი სწრაფი ტესტების შემოიტანონ და ბიუროკრატიული რეგულაციები მოიხსნას. მისი თქმით, თუ ხელისუფლებას არ შეუძლია ამ ტესტების ჩამოტანა, მზად არის ეს საკუთარ თავზე აიღოს და თვითონ ჩამოიტანოს ტესტები საქართველოში.

ხალხო ეპიდემიის ზღვარზე ვართ! ყველას უნდა, რომ ტესტი გაიკეთოს იმისთვის, რომ დარწუნდეს, მას არ აქვს ეს დაავადება და ამ დროს ხელისუფლება ბიუროკრატიაშია ჩაფლული.

ხელში მაქვს დოკუმენტები, რომ არ ისპეკულიროთ შემდგომში ფასებთან დაკავშირებით. არ გამიკვირდება, რომ ვინეს ხელის მოთბობა უნდოდეს ხალხის გაჭირვებაზე. მაქსიმუმ 5 დოლარია სწრაფი ტესტის ფასი და 10 დოლარი „პისიარ“ ტესტის ფასი.

ამერიკის წამლის სააგენტო გამოვიდა და თქვა, რომ ხსნის ყოველგვარ ბიუროკრატას. ყველაზე ბიუროკრატიული სააგენტო ყოველგვარ შეზღუდვას ხსნის მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეუძლიათ სადაც უნდა გამოიყენონ კერძო თუ საჯარო ლაბორატორიებმა ის სწრაფი თუ სხვადასხვა ტიპის ტესტები, რომლითაც კორონავირუსის დეტექცია მოხდება.

ჩვენთან რა ხდება? ჩვენთან ბიუროკრატიას ქმნის ჯანდაცვის სამინისტრო. ექიმები დღედაღამე მუშაობენ იმისათვის, რომ უმკურნალონ ინფიცირებულ პაციენტებს, ჯანდაცვის სამინისტრო კი რაღაც ბიუროკრატიებს ქმნის. აგრესიული ტესტირებაო რომ იძახით, 1000 ნაჩუქარი ტესტი ვერ ჩამოგიტანიათ ჩინეთიდან.

გამოსავალი არის ძალიან მარტივი ყველა კერძო ლაბორატორია უნდა ჩართოთ ამ პროგრამაში მყისიერად უნდა მოიხსნას ხელის შეშლა ყოველგვარი და რეგულაცია უნდა მოიხსნას ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მზია ციხეშია, მაგრამ არავინ ისე არ დასჯილა, როგორც მისი ბრალმდებელი და ნუ დაისჯის თავს...

პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ემოციურ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“ეს მთელი დომხალი გამოწვეულია კორუფციით, არაკომპეტენტურობით და ზოგადად ადამიანების მიმართ დამცინავი დამოკიდებულებით” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...