spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება. დღევანდელი...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მაშინ როდესაც აგრესიული მომიტინგეები საახალწლო ღონისძიებისთვის მოწყობილ სცენას შუშის ბოთლებს ესროდნენ, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა პროვოკაციებისგან. შესაბამისად, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება დროებით გადაიდო:

რადიკალურმა ოპოზიციამ იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველზე შეკრებილები არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით.

ჩვენ პროვოკაციებზე გუშინაც მოვისმინეთ ზურაბიშვილის განცხადება და ისინი ემზადებოდნენ ამისთვის. ამ ფონზე ლოგიკურია, მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც მოდიოდა ამ ღონისძიებაზე, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შეკრებილია საკრებულოსთან, ბავშვებთან ერთად, რომ დაიშალონ, არ წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ზეიმი.

ეს ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნებისმიერი ტირანიის მთავარი საყრდენი არა ძალადობა, არამედ გულგრილობაა” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა საზოგადოების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას: "გახსოვთ ის დღეები,...

ევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...