კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს...

“ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, მათი ხელშეწყობით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე” – ლევან ხაბეიშვილი

ცოტა უხერხულია, 2 დღეა რომ რეჟიმს “დაეჯახნენ”, ასეთი “პოლიტიკოსებისგან” ნაციონალური მოძრაობის აუგად მოხსენიება! ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, მათი ხელშეწყობით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე – ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, აქეთ ვალს გვდებენ!“ – წერს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილკ სოციალურ ქსელში:

2012 წლიდან დღემდე, 12 წელია, რუსული რეჟიმი, მწამებელი ივანიშვილი ნაციონალებს დევნის – აპატიმრებს, სცემს, სახლებში უვარდება, უწყობს პროვოკაციებს.

10 000-ზე მეტი მხარდამჭერი ადამიანი პროკურატურაში ატარეს, ასობით ნაციონალური მოძრაობის წევრს წლები ციხეში გაატარებინა, 1000-ობით ჩვენი მხარდამჭერი ადმინისტრაციული წესით მრავალჯერ დაუპატიმრებიათ, დაუჯარიმებიათ, 1000-ობით ადამიანს ანგარიშები დაუყადაღეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქვეყნიდან ემიგრაციაში გააქციეს და მიუხედავად ამისა, ამ პარტიის მხარდამჭერებს, წევრებსა და გუნდს უკან არასდროს დაუხევია!!!

არცერთი წამი არ ჩამოუშვია ხელები და 2012 წლის 1 ოქტომბრიდან უკომპრომისო ბრძოლაშია რეჟიმის წინააღმდეგ!

ჩვენმა ნატანჯმა ამომრჩეველმა, მხარდამჭერმა უამრავი შეურაცხყოფა, დამცირება, ბულინგი გადაიტანა და მაინც, ყველაზე მხნედ დგას ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე!

ახლაც, ყველაზე ღირსეულად და მოთმინებით იტანს უსამართლობას, თავმდაბლურად ატარებს ყველა ივანიშვილის სტილში ნასაუბრებს, თუ ცილისწამებას.

ცოტა უხერხულია, 2 დღეა რომ ოპოზიციაში არიან და 2 დღეა რომ რეჟიმს “დაეჯახნენ”, ასეთი “პოლიტიკოსებისგან” ნაციონალური მოძრაობის აუგად მოხსენიება!

ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, მათი ხელშეწყობით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე – ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, აქეთ ვალს გვდებენ!

იქნებ ახლა მაინც მოკეტოთ ცოტა ხნით და პარტიულ კეკლუცობას მოეშვათ?! იქნებ ახლა მაინც ქვეყნის ინტერესებიდან ისაუბროთ და არა ვიწროპარტიული ბოღმებით!
თავმდაბალი, ყველაფრის მნახველი ადამიანები არიან ნაციონალები და ვამაყობ თითოეული ამ ადამიანით!

ბოდიშს გიხდით მათ მაგივრად ვინც, ისევ რუსული პროპაგანდის ენით გესაუბრებათ და ისევ თქვენ გიწევთ თმენა და თავშეკავება! არასდროს დაგვიყენებია ჩვენი ინტერესი ქვეყნისაზე მაღლა, ჰოდა ახლაც ასე გავაგრძელებთ – მუხლჩაუხრელად ბრძოლას და შრომას! ისევ ჩვენ მოვითმენთ და ისევ საერთო, საქვეყნო საქმისთვის.

გამხნევდით ჩემო ღირსეულო თანამებრძოლებო!” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ცესკო: “ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”

ცესკო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

“ნინო ნადირაძე არის კოლექტიური ქოცის სახე” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ახლა დასხედით მურუსიძის სასამართლოში და დაუბრუნეთ ფული ბიძინას” – ვახო სანაია

ბოლო პერიოდში, ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან კორუფციული დანაშაულის გამოვლენის...

გიორგი ვაშაძე: “ძალა ერთობაშია და არა დაქსაქსულობაში”

ოპოზიციაში ერთგვარი გარჩევების თემას საპატიმროდან ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...