ქვეყანაში შექმნილ რეალობას, მძიმე შეფასებებითა და კონკრეტული შედარებებით, ეხმაურება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:
“რა შემზარავია სიჩუმე “ნაცნობებისა”, როცა შენს გარშემო ახალგაზრდების სისხლის ტბაა.
და კიდევ:
ეს პოლიციის უმოქმედობის გარანტიით და იმედად “მორბენალი ძველი ბიჭები”, აი ზუსტად ისე, როგორც 90-იანებში ბანდფორმირებებად რომ დარბოდნენ პოლიციასთან “შეკრულები”, გამახსენეთ რა ერქვათ მაშინ მათ?? მგონი ახლაც იგივე სახელი აქვთ არა?!
ნუ, თუ პოლიცია არ გვიცავს და არ არსებობს, რა ჰქნას ხალხმა? თავად დაიცავს ხალხი თავის ოჯახებს, შვილებს, საკუთარი ოჯახების დაცვა თავად მოგვიწევს ისე, როგორც ვიცავდით 90-იანებში!!!
ბანდად ქცეულო ხელისუფლებავ! ალბათ ხვდებით რას ნიშნავს, როცა ადამიანები ოჯახებს თავად იცავენ, სამართალდამცავი სისტემის არარსებობის გამო?!!
ხელისუფლებავ!!! წინასწარ უეჭველი მარცხისთვის გამეტებული გაქვთ თავები!
ფრთხილად! ფრთხილად!
დიქტატორი გამარჯვებული – ისტორიას არ ახსოვს!!!
გონს მოუხმეთ დროულად, ისევ სათქვენოდ!!!
არ გაჩერდება ეს პროცესი!!!
დაუთმეთ ხალხს, ახლა ეს არის ერთადერთი სწორი გზა!
გონი – დაფიქრება ეს არის გამოსავალი და სწორი გზა!!!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.