მარნეულის იზოლატორიდან მორიგი გზავნილით მიმართავს საზოგადოებას “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია:
“მხოლოდ ახალი (არავითარი რიგგარეშე) არჩევნები!
მხოლოდ ახალი, მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით!
მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის აღიარება, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლის!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ პარლამენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ მთავრობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებული პარლმენტის მიერ არჩეულ “პრეზიდენტს” ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ძირს ნიღბიანების დიქტატურა!
დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას!“, – აცხადებს ნიკა გვარამია.