კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებანანა ტოხვაძე: "მოულოდნელი არდადეგების" პერიოდში შესაძლებელია პოზიტიური შედეგების...

ნანა ტოხვაძე: “მოულოდნელი არდადეგების” პერიოდში შესაძლებელია პოზიტიური შედეგების მიღება კარგი დაგეგმვის პირობებში

კორონავირუსის გავრცელების გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით კონკრეტული შეთავაზებეები აქვს “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრს, განათლების მიმართულების ხელმძღვანელს. მისი აზრით ქვეყანაში შექნილი მძიმე ვითრების მიუხედევად, ქართულ განათლების სისტემას აქვს შანსი ალღო აუღოს დისტანციური სწავლების მსოფლიო ტენდენციებს და ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნას ონლაინ პლატფორმები დისტანციური სწავლა-სწავლების მეთოდების დასანერგად:

„მოულოდნელი არდადეგების“ პერიოდში ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი ხდება, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული საფრთხეების მიუხედავად, ხვალ ახალ რეალობაში გავიღვიძოთ. მიუხედევად მძიმე ვითრებისა, ქართულ განათლების სისტემას აქვს შანსი ალღო აუღოს დისტანციური სწავლების მსოფლიო ტენდენციებს და ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნას ონლაინ პლატფორმები დისტანციური სწავლა-სწავლების მეთოდების დასანერგად. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელია პოზიტიური შედეგების მიღება კარგი დაგეგმვის პირობებში.

სამწუხაროდ, განათლების სამინისტრო ამ ჯაჭვის „სუსტი რგოლი“ აღმოჩნდა eLearning-ის თუ eschool-ის ინსტრუმენტების ფორცმაჟორულ სიტუაციაში ასამოქმედებლად, მაგრამ კერძო აქტორები (განსაკუთრებული მადლობა მათ!) თუ საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი ორგანიზაციები უკვე მრავალი წელია ამზადებენ და პრაქტიკაში იყენებენ დისტანციური სწავლების ინსტრუმენტებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმები უფასოა (მაგ. http://kargiskola.ge, http://learningapps.org, fb ჯგუფი ვისწავლოთ, რათა ვასწავლოთ, ვსწავლობთ თამაშით http://play.geolab.edu.ge, http://kodala.ge, khan academy Georgia, MS Solutions და სხვა. მრავალი). როგორც ამბობენ, „ზოგი ჭირი მარგებელიაო“, თუკი განათლების სამინისტრო ეფექტიანად გამოიყენებს უამრავ ონლაინ სწავლების რესურსს, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა დავნერგოთ და ავამოქმედოთ ონლაინ სწავლების საუკეთესო პრაქტიკა.

ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ არაფორმალური განათლების ცენტრები თუ პროგრესული პედაგოგები სოციალურ ქსელებში დაუშურებლად დებენ საკუთარი ხელით შექმნილ ინტერნეტ რესურსებს თუ ტექნოლოგიებით გამდიდრებულ ონლაინ გაკვეთილების ციკლს, რათა დისტანციური სწავლება ხელმისაწვდომი გახდეს თითოეული მოსწავლის, მასწავლებლისა თუ პასუხისმგებლიანი მშობლისთვის. გამოცდილების გაზიარება შესაძლებელია ადგილობრივი რესურსების თუ საერთაშორისო პარტნიორების მიერ შექმნილი პორტალების საშუალებით, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს.

მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს, ღია და გახსნილი იყოს ინოვაციური იდეების მიმართ და გასაქანი მისცეს თითოეულ მაღალი კომპეტენციის მქონე კერძო აქტორს, რადგან დაპირების მიუხედავად სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებიც კი იგვიანებს.ხოლო პასუხისმგებლობის ღუზა სამინისტრომ კვლავ სკოლების ბაზაზე ჩაუშვა და შედეგები მასწავლებელთა კეთილსინდისიერებაზე თუ ორგანიზებულობაზეა დამოკიდებული,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

“4 ოქტომბერი შესაძლოა ნაცმოძრაობისთვის მართლაც საკრალური თარიღი აღმოჩნდეს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თავის ვარაუდებს გამოთქვამს პარტია "ნაციონალური მოძრაობის"...

“სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...