ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით სონღულაშვილი საქართველოს მთავრობის...

მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით სონღულაშვილი საქართველოს მთავრობის ახალი მინისტრები – ირაკლი კობახიძის შეფასება-განმარტებები

მთავრობის შემადგენლობაში კონკრეტული ცვლილებების, მინისტრთა კაბინეტში 3 ახალი სახის წარდგენის შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ:

გვაქვს გარკვეული ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში, რომელიც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, მინისტრობის კანდიდატების წარდგენამდე, ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის მიერ, ბოლო წლების განმავლობაში, მიღწეულ წარმატებებში.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად შედის საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა. გვაქვს გარკვეული ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. ეს ცვლილებები შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ვიდრე წარდგენაზე გადავალ, მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის. თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას მაღალ თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ,”- განაცხადა პრემიერმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე პრემიერმა მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა წარადგინა და აღნიშნა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, დიპლომატიურ სფეროში წარმატებით საქმიანობდა.

„წარმოგიდგენთ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს – ეს გახლავთ მაკა ბოჭორიშვილი. მას, ისევე როგორც სხვა კანდიდატურებს, არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ მაკა ბოჭორიშვილს აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში. 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის თავის საქმიანობას ახორციელებდა ძალიან დიდი წარმატებით დიპლომატიურ სფეროში 1999 წლიდან 2020 წლამდე. როგორც მოგეხსენებათ 2020 წლიდან ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მისმა საქმიანობამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ჰქონდა კონკრეტული წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ქვეყანა მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მაკა ბოჭორიშვილის საქმიანობასაც. პროფესიით მაკა ბოჭორიშვილი არის იურისტი, მას ასევე დამთავრებული აქვს დიპლომატიური აკადემია, აქვს შესაბამისი განათლება, შესაბამისი გამოცდილება, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მინდა, წარმოგიდგინოთ მაკა ბოჭორიშვილი და მისი კანდიდატურა წარდგინება დღეს პარლამენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ანრი ოხანაშვილი არის ერთ-ერთი საუკეთესო იურისტი საქართველოში და მას განათლება მიღებული აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ გერმანიაში.

ანრი ოხანაშვილს არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, იგი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო, პროფესიონალი იურისტი საქართველოში. მას აქვს მიღებული ძალიან ღრმა განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ დამთავრებული აქვს მაგისტრატურა იენის უნივერსიტეტში, გერმანიაში და ასევე სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული გერმანიაში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. ის 2017 წლიდან გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი, წლების განმავლობაში, იკავებდა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას და ყველა მიმართულებით იყო ძალიან წარმატებული თავის საქმიანობაში. ანრი ოხანაშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი, მინდა წარმატებები ვუსურვო იუსტიციის სამინისტროში,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა, დავით სონღულაშვილი არის პროფესიონალი და მას განათლება მიღებული აქვს ეკონომიკის მიმართულებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად მინდა, წარმოგიდგინოთ დავით სონღულაშვილის კანდიდატურა, მასაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. დავით სონღულაშვილს აქვს ღრმა განათლება შესაბამის სფეროში, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით, მას დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნეს სკოლა და გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა. ის არის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი, გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი უკვე მრავალი წელია. სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარე, მათ შორის ევროინტეგრაციის კომიტეტის, ის იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, მანამდე ძალიან წარმატებულ საქმიანობას აწარმოებდა ასევე კერძო სექტორსა და სახელმწიფო სამსახურში. დავით სონღულაშვილი არის პროფესიონალი და დარწმუნებული ვართ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ წარდგენილ კანდიდატებს წარმატებები უსურვა.

დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხელმძღვანელობით ჩვენ გვექნება ძალიან დიდი წარმატება ყველა მიმართულებით და ქვეყანას ექნება წინსვლა კონკრეტულად იმ მიმართულებებით, რომლებსაც უხელმძღვანელებენ ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანდიდატები.

კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას. მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო სამივე კანდიდატს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ქმნით დრამას თქვენი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისთვის და ნუ აძლიერებთ რეჟიმს, ამ სასაცილო, სამარცხვინო, მორღვეულ...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ცალკეული პირების მიერ...

“არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება” – პაატა სალია

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას მინიშნებით, რომ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით – გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!” – ხატია ბუნიათიშვილი

სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური...

“ივანიშვილმა რომ თქვა, წავალ და ოპოზიციაც მე ვიქნებიო, მაგ რეალობაში ვართ” – ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს...