ორშაბათი, ივნისი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკასაქართველოში კორონავირუსს მეორე ინფიცირებული პაციენტი ამარცხებს

საქართველოში კორონავირუსს მეორე ინფიცირებული პაციენტი ამარცხებს

კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაციას კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი დაემატა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს მეორე პაციენტზე ჩატარებულმა პირველადმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა:

შემიძლია კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ. მეორე პაციენტი, რომელსაც ასევ აქვს ირანის მოგზაურობის ისტორია, გუშინ მასთან, მეთხუთმეტე დღეზე, ჩატარდა ტესტირება CovId-19-ზე და მიღებულ იქნა პირველადად უარყოფითი პასუხი.

ახლა ვიცით ჩვენ, რომ პირველადი ურყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება და კიდევ ერთხელ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი გამოჯანმრთელებლად ჩაითვლება,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გუშინ კი პირველი პაციენტის გამოჯანმრთელების თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია. პაციენტს 26 თებერვალს დაუდგინდა კორონავირუსით დაავადება. მე-14 დღეს გაკეთებული ტესტირებისას მცირე კონცენტრაცია აჩვენა. 4 დღის შემდეგ მას განმეორებით ჩაუტარდა ტესტირება და კორონავირუსზე პასუხი უარყოფითი დაფიქსირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულმა პაციენტმა კორონავირუსი დანამდვილებით დაამარცხა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...