spot_img
მთავარიეს საინტერესოაანდრია ფუტკარაძე: "ჩემი წარმატება მიეძღვნება დედას და ბებოს…"

ანდრია ფუტკარაძე: “ჩემი წარმატება მიეძღვნება დედას და ბებოს…”

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ საბავშვო ევროვიზია 2024-ზე, სადაც 17 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, გამარჯვება მოიპოვა საქართველოს წარმომადგენელმა ანდრია ფუტკარაძემ – 239 ქულით.

ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის რიგით მე-4 გამარჯვებაა, რაც საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ახალი რეკორდია.

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ 12 ქვეყნისგან უმაღლესი შეფასება – 12 ქულა მიიღო.

ესენია: იტალია, ესტონეთი, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, ესპანეთი, ნიდერლანდები, სან მარინო, უკრაინა, პორტუგალია, ისლანდია, მალტა.

საბოლოო შედეგი კი ასეთია: ანდრია ფუტკარაძემ ჟიურისგან 180 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 59 ქულა.

ანდრია ფუტკარაძე მაყურებლების წინაშე გიგა კუხიანიძის სიმღერით – “To My Mom” წარსდგა, რომელი ტექსტზეც მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო, კოსტიუმი კი დიზაინერ იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

ინფორმაციისთვის: აღსანიშნავია, რომ ანდრიას დედა ემიგრაციაში და გამარჯვებული ამ წარმატებას მას და ბებიას უძღვნის:

ჩემი წარმატება მიეძღვნება დედას და ბებოს… ყოველ ჯერზე ვეუბნებოდი, – “დედა, არ წახვიდე, დარჩი”. ახლა ვხვდები, რომ ამას ჩემთვის აკეთებს” – აღნიშნავს ანდრია ფუტკარაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ ველზე…” – არჩილ გამზარდია

ქართულ პოლიტიკურ ველზე გაჩენილ სიახლეებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს...

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“როდესაც ნავთობიმპორტიორები კარტელური გარიგების პირობებში მოქმედებენ, ბაზრის რეალური მდგომარეობა მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია” – რომან...

საქართველოში საწვავზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს და მძიმე მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...