spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიკახა კალაძე: "ჩვენი განსჯის საგანი არ არის, ვინ...

კახა კალაძე: “ჩვენი განსჯის საგანი არ არის, ვინ ვისთან დადის და რა ფორმით”

ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ემსახურება და არ არის მიმართული სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების შეზღუდვისკენ, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც ისინი აღნიშნული კანონის გაუქმებას მოითხოვენ.

მისი შეფასებით, ლგბტ პროპაგანდა, როგორც მოზარდებში, ისე ბავშვებში კატეგორიულად მიუღებელია.

ნუ იჩქარებენ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა, რომელსაც კონსერვატიული ღირებულებები აქვს. დაველოდოთ. ბევრი რაღაც შეიცვლება სხვადასხვა მიმართულებით.

რაც შეეხება აღნიშნულ კანონს, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას, რაც, როგორც მოზარდებში, ისე ბავშვებში კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამ ქვეყანაში ყველას უფლება დაცულია, განურჩევლად მათი სარწმუნოების და თუნდაც, სექსუალური ორიენტაციისა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – ყველა ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და ყველას უფლება დაცულია. ვინ ვისთან დადის, როგორ დადის და რა ფორმით, ეს მათი უფლებაა. როგორც უნდათ, ისე იყვნენ, ეს არ არის ჩვენი განსჯის საგანი. მთავარია, თავიანთი პირადი ჰქონდეთ თავისთვის. არ არის აუცილებელი ამ ყველაფრის პროპაგანდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა პოზიციას აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ მათ საზოგადოების დამოკიდებულება კარგად იციან, რის გამოც, კანონის საწინააღმდეგო მოსაზრებას ვერ აფიქსირებენ.

ვერ ექნებათ კონკრეტული პოზიცია, რადგან იციან, რომ საზოგადოებაში აღნიშნულ კანონს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. შესაბამისად, ვერც არჩევნების დროს ბედავდნენ, გაეკეთებინათ აღნიშნული კანონის საწინააღმდეგო განცხადებები და ვერც ახლა ბედავენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...