spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშორენა ლობჟანიძე: "საქართველოს ქალები არ შევეგუებით არჩევნების გაყალბებას,...

შორენა ლობჟანიძე: “საქართველოს ქალები არ შევეგუებით არჩევნების გაყალბებას, ვდგავართ ჩვენი არჩევანის, თავისუფლებისა და სამართლიანობის დაცვის სადარაჯოზე”

ქალთა ინტერპარტიული საბჭოს წევრი შორენა ლობჟანიძე, სააგენტო “პარალელთან” ინტერვიუში, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და 13 ნოემბერს ცესკოსთან გამართულ ქალთა საპროტესტო აქციას ,,დავიბრუნოთ ჩვენი ხმა!” ეხმაურება და მწვავე შეფასებებს აკეთებს სამართალდამცავების, ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით:

26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს მოპარეს არა მხოლოდ საარჩევნო ხმები, არამედ ევროპული მომავლის პერსპექტივაც. არჩევნების გაყალბება ნიშნავს, რომ ხალხის ნება შეგნებულად და ძალადობრივად შეიცვალა, რაც არ აძლევს ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის საშუალებას და არღვევს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და ქვეყნის მართვის ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.

გაყალბებული არჩევნები არ ნიშნავს, რომ გარკვეული კანდიდატი ან პარტია არალეგიტიმურად მოდის ხელისუფლებაში; ის ასევე წარმოადგენს საზოგადოების სერიოზულ პრობლემას, რადგან არღვევს ხალხის ნდობას სახელმწიფო ისედაც მარგინალური ინსტიტუტებისადმი, ზრდის დაძაბულობას და აფერხებს ისედაც ოკუპირებული ქვეყნის განვითარებას.

არჩევნების დროს უხეშად დაირღვა ამომრჩეველთა ფარულობა, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის პირადი არჩევანი ხელმისაწვდომი იყო სხვა პირებისთვის, რაც ასევე არღვევს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას და ნეიტრალურობას, რადგან ფარული კენჭისყრა არის დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თითოეული მოქალაქე თავისი ნებით, გარეშე ზეწოლისა და შიშისა აკეთებს არჩევანს.

საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მიერ საპროტესტო აქცია ,,დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სწორედ მოქმედი ხელისუფლების კრიმინალური ქმედებების საპასუხო რეაქცია იყო, რადგან ვიცავთ ჩვენი ქვეყნის, შვილების, მშობლების მომავალს და ვდგავართ იმ სადარაჯოზე, სადაც ისტორიულად იდგნენ ქართველი ქალები.

მართალია, აქციის წევრებს ფიზიკურად გაგვისწორდნენ რუსული ოლიგარქიული რეჟიმის სამსახურში მყოფი პროვოკატორი და მოძალადე პოლიციელიელები, რაც ცალსახად არა მხოლოდ კრიმინალური აქტი, არამედ ღრმა სოციალური და ეთიკური პრობლემაც არის, თუმცა ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ.

ჩვენ არ გვეშიანია!

საქართველოს ქალები არ შევეგუებით არჩევნების გაყალბებას, ვდგავართ ჩვენი არჩევანის, თავისუფლებისა და სამართლიანობის დაცვის სადარაჯოზე. თითოეული ხმა არის ჩვენი უფლებების გამოხატულება, ჩვენი ქვეყნის მომავლის შექმნის შესაძლებლობა, და არ დავუშვებთ, რომ ეს უფლება დაგვიჩრდილოს რუსულმა ძალამ, ძალადობამ და უსამართლობამ.

გაყალბებული არჩევნები ანადგურებს საქართველოს ღირსებას, სახელმწიფოებრივობას, მომავლის რწმენას და უპერსპექტივოდ ტოვებს ჩვენ მონაგარს, ჩვენ შვილებს და სასიცოცხლო მინიმუმს უსპობს ჩვენ მშობლებს, ბებია-ბაბუებს.

ამიტომ, არ გავჩერდებით, არ დავთმობთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა მივაღწიოთ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს საქართველოში“, – აცხადებს შორენა ლობჟანიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ ველზე…” – არჩილ გამზარდია

ქართულ პოლიტიკურ ველზე გაჩენილ სიახლეებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

ფადი ასლი: “ბედნიერებას არაფერი აქვს ფულთან საერთო…”

ბიზნესმენ ფადი ასლის პოზიცია-მინიშნებები: "ზოგიერთი ადამიანი იმდენად ღარიბია, რომ არასდროს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...