spot_img
მთავარირეგიონის ამბებიქობულეთის ტორფნარზე ახალი ტურისტული ბილიკი ამოქმედდა

ქობულეთის ტორფნარზე ახალი ტურისტული ბილიკი ამოქმედდა

ვიზიტორებს ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ახალი ტურისტული ბილიკით სარგებლობა შეუძლიათ. გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, რომლის სიგრძეც 700 მეტრს აღწევს, უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე დაცულ ტერიტორიაზე გადმოსახედი კოშკურის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება. ტერიტორიაზე ასევე იგეგმება სპეციალური ნიშნულების, მცირე მოსასვენებელი სივრცეებისა და ავტოპარკინგის მოწყობაც. ახალი საფეხმავლო ბილიკით სარგებლობა ვიზიტორებს უკვე შეუძლიათ. შემდეგი წლის შემოდგომაზე, ვიზიტორებს ბილიკთან ერთად შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმაც მოემსახურება.

ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით  მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს.  წელს, ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ტურისტული ინფრასტრუქტურული განვითარება ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...