spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პროვივის აუდიტის დასკვნა არის ფარატინა ქაღალდი და საერთოდ...

“პროვივის აუდიტის დასკვნა არის ფარატინა ქაღალდი და საერთოდ არ არის შეფასებული ის რისკები, რაც გამოყენებული იქნა გაყალბების სქემების ასამუშავებლად 26 ოქტომბერს” – თამარ კორძაიამ

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგი გამართა, სადაც პროვივის აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრა:

ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება საერთაშორისო გამოძიების ჩატარების სასიცოცხლო მნიშვნელობა, რადგან ცესკოს მიერ საზოგადოებისთვის არჩევნების კანონიერად ჩატარების დამადასტურებლად აუდიტის სამსახურის 23-24 ოქტომბერს ჩატარებული დასკვნის ფარატინა ქაღალდების აფრიალება ადასტურებს იმას, რომ გაცილებით მეტი კითხვა არსებობს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ვიდრე პასუხი. თითქოს, ამ დასკვნებს პასუხი უნდა გაეცა ყველა კითხვაზე, მაგრამ სინამდვილეში, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს დასკვნები არ ადასტურებს ტექნოლოგიურად არჩევნების სრულყოფილად ჩატარებას, პირიქით, 2 100 000 ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების არანაირი მტკიცებულება ეს დასკვნები არ არის, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებამ სამივე პასუხისმგებელი პირის საქმიანობა უნდა შეისწავლოს – სმრატმატიკის, პროვივის და ცესკოს.

აუდიტის დასკვნა არის ფარატინა ქაღალდი და საერთოდ არ არის შეფასებული ის რისკები, რაც გამოყენებული იქნა გაყალბების სქემების ასამუშავებლად 26 ოქტომბერს. პირველ რიგში არ იყოს შესწავლილი ქაღალდის შესაბამისობა სტანდარტთან, იმ სტანდარტთან, რაც განსაზღვრულია სმარტმატიკთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. არ იყო შესწავლისას ცესკოს მიერ დასმული საკითხი სმარტმატიკის დანართების შესაბამისობასთან დაკავშირებით, მან თვითონ განუსაზღვრა ის კრიტერიუმები, რაზეც უნდა გაეცა აუდიტის სამსახურს პასუხი, ამიტომ ეს აცდენა უკვე ძალიან სერიოზული ფაქტორია შესწავლის თვალსაზრისით.

არ არის შესწავლილი მარკერის შესაბამისობა სტანდარტებთან, მიუხედავად იმისა, რომ მარკერის სტანდარტზე საუბარია აუდიტის სამსახურში, სწორედ ის პრობლემა, რომელიც გამოვლინდა, წინასწარ არ იყო შესწავლილი და შეფასებული. აუდიტის დასკვნებში არ არის შესწავლილი კონვერტის სტანდარტი და ბიულეტენის ფარულობის დაცვის ხარისხის ბიულეტენის აპარატში შეცურების პროცესში, თითქოს ყველა პროცედურა გაითვალისწინეს, მაგრამ ეს პროცედურა არ არის შესწავლილი და არ არის ახსნილი.

ასევე, ამ დასკვნებში არ არის პასუხი, თუ რატომ ვერ ატარებდა ვერიფიკაციის აპარატი პირადობის მოწმობებს და რატომ გახდა მასობრივად პირადი ნომრების ხელით შეყვანა საჭირო არჩევნების დღეს.

არ არის პასუხი, რატომ ხდებოდა ვერიფიკაციის აპარატების დესინქრონიზაცია საარჩევნო დღეს და რა რისკების მატარებელი იყო მსგავსი ქმედება არჩევნების მანიპულაციასთან მიმართებაში.

არ არის პასუხი რატომ გაკეთდა რეკომენდაცია ნაკლებად რთული მოწყობილობის როუტერის გამოყენებაზე. კონკრეტულად რა რისკებს შეიცავდა მრავალფუნქციური როუტერი არჩევნების კანონიერად ჩასატარებლად და რა შედეგი შეიძლებოდა ამას გამოეწვია. ამაზე პასუხებიც საერთოდ არ არის გაცემული არცერთ დასკვნაში.

ასევე, არ არის პასუხი რატომ არ შემოწმდა ტექნიკის შესაბამისობა სმარტმარიკის ხელშეკრულებითა და დანართებით განსაზღვრულ სტანდარტთან და რატომ შემოწმდა მხოლოდ ცესკოს მიერ დასმულ საკითხებთან მიმართებაში?

ეს და სხვა მრავალი საკითხი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 2 100 000 ამომრჩევლის ხმა გახდა საეჭვო, რადგან სამუშაოები არ შეასრულეს სათანადოდ და პირიქით, დიდი ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკო, პროვივი და სმარტმატიკი მოქმედებდნენ ერთობლივად იმისათვის, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულიყო კანონიერად.“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ ველზე…” – არჩილ გამზარდია

ქართულ პოლიტიკურ ველზე გაჩენილ სიახლეებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს...

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...