spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში განთავსების ობიექტებს სოციალური გვერდების მართვის თემაზე ინდივიდუალური...

აჭარაში განთავსების ობიექტებს სოციალური გვერდების მართვის თემაზე ინდივიდუალური ტრენინგები უტარდებათ

აჭარაში 100 საოჯახო-სასტუმრო სახლსა და კოტეჯს სოციალური მედიის სპეციალისტები სოციალური მედიის გვერდების (Facebook, Instagram, Tik-Tok) შექმნაში, განვითარებასა და ეფექტურად მართვაში ეხმარებიან. სატრენინგო-საგანმანათლებლო პროგრამა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში 20-ზე მეტი ფოტოგრაფი და სოციალური მედიის სპეციალისტი ინდივიდუალურად სტუმრობს სოფლად არსებულ განთავსების ობიექტებს, უმზადებს ფოტო-ვიდეო მასალას (რილსების სახით), ასწავლის როგორ შექმნან ან განავითარონ უკვე არსებული სოციალური მედიის პლატფორმები ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე. პროექტისთვის წინასწარი კვლევის საფუძველზე შეირჩა ისეთი განთავსების ობიექტები, რომლებსაც ნაკლებად გამართული ან საერთოდ არ ჰქონდათ სოციალური მედიის გვერდები. პროექტი ოქტომბერში დაიწყო და ნოემბერის ბოლოს დასრულდება.

ბოლო წლებში, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 7,500-ზე მეტი გიდი, ტურისტული სააგენტოს, განთავსებისა და კვების ობიექტის, ასევე სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლის წარმომადგენელი გადაამზადა. რეგიონში ტურისტული სერვისის განვითარების მიზნით 2025 წელს ბიუჯეტით 1 420 000 ლარია გათვალისწინებული, რაც გარდა სატრენინგო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა, გიდების საერთაშორისო კონფერენციისა და გასტრო ფორუმის ჩატარებას ითვალისწინებს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...