spot_img
მთავარიარჩევნები"მოქმედებს ე.წ. "ძალოვანთა შტაბი", რომელსაც სამხარეო პოლიციის უფროსი...

“მოქმედებს ე.წ. “ძალოვანთა შტაბი”, რომელსაც სამხარეო პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობს და რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს” – ანა წითლიძე სენაკსა და ზუგდიდში უკანონო ქმედების ჩამდენ მაღალჩინოსნებს ასახელებს

ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა, კოალიცია “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ დაასახელა და წარმოადგინა იმ პირების ფოტოები, რომლებიც სენაკსა და ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევით არიან დაკავებული, რათა ისინი არჩევნებზე ვერ მივიდნენ. წითლიძის მიერ დასახელებულ პირებში პოლიციის მაღალჩინოსნები, სენაკის მერიისა და აიიპ-ების თანამშრომლები არიან:

დღეს მე დავასახელებ ადამიანებს, რომლებიც სენაკსა და ზუგდიდში ასრულებენ უკანონო დავალებას და პირადობის მოწმობებს ართმევენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, რათა ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე. ჩემს მიერ დასახელებული პირები იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს კრიმინალი და სახელმწიფო ერთმანეთთან, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

სენაკში მოქმედებს პირადობის მოწმობების ჩამორთმევით დაკავებული ე.წ. “ძალოვანთა შტაბი” რომელსაც ხელმძღვანელობს სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი. ასევე სენაკში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში არიან მხილებული პოლიციის თანამშრომლები:

ბადრი გოგინავა – სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, ბუთხუზი სირია – ნოსირის პოლიციის განყოფილების უფროსი, კახა ჭაავა – ზანის განყოფილების უფროსი, ასევე, მერიისა და აიიპ-ის თანამშრომლები: ბეჟან გუნია, მონიკა ვასილევა, სოსო მატახერია, დათო საჯაია, თორნიკე ჯიჯეიშვილი.

ზუგდიდში პირადობის მწმობების ჩამორთმევებს ორგანიზებას უწევს დათო შენგელია, ე.წ. “ტყის ძმების” მეთაური, გია ყალიჩავა, პოლიციის თანამშრომელი, გიზო ვეკუა, “ოცნების” აქტივისტი, ირაკლი ჯიქია – შსს-ს თანამშრომელი და ლაშა ვეკუა – საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

მივმართავ თითოეულ ამ ადამიანს:

ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, როგორ აშინებთ მოსახლეობას და მათ გადავცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. თქვენი მცდელობების მიუხედავად, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” 26 ოქტომბერს სამეგრელოში და მთელ საქართველოში იქნება გამარჯვებული პარტია და თქვენ მოგიწევთ, პასუხი აგოთ თქვენს უკანონო ქმედებებზე.

მოვუწოდებ შსს-ს მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება ზემოთაღნიშნული პირების უკანონო ქმედებებზე“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პროპაგანდამ არ გაჭრა და ამხელა ორგანიზებული თავდასხმების შემდეგ – ბავშვებმა გაიმარჯვეს!” – მარიკა არევაძე

უფლებადამცველი, ქალთა მოძრაობა პროტესტSHE-ს დამფუძნებელი, მარიკა არევაძე დიუშენის სინდრომით...

“აი, რა გინდა რომ თქვა? გეუბნებით სერიოზულად ერეკებიან მეთქი და არ გჯერათ!” – დავით...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი კონკრეტული ექსპერტის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...