შაბათი, დეკემბერი 6, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიComCom-მა „ფორმულას“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის კანონდარღვევით მინიჭებისთვის...

ComCom-მა „ფორმულას“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის კანონდარღვევით მინიჭებისთვის სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევად სცნო და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

ComCom-ში მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს შემოვიდა „ფორმულას“ წერილი პოლიტიკური გაერთიანების – „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობებით, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ხუთი, ან არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული ერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით. ამასთან, მაუწყებელი ვალდებულია გადაამოწმოს, რომ კვლევა ჩატარებულია „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად. წერილში ტელეკომპანია „ფორმულას“ გამოგზავნილი ჰქონდა კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ მიერ მიმდინარე წელს ჩატარებული 5 კვლევის შედეგი, რომლითაც პოლიტიკურ გაერთიანებას „გახარია საქართველოსთვის“ 4%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა.

მაუწყებელს კომისიისთვის არ წარმოუდგენია შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მან შეისწავლა ან გადაამოწმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და დარწმუნდა, რომ ის აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებელმა საარჩევნო სუბიექტს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი კანონდარღვევით მიანიჭა, რითიც დაარღვია „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ComCom-მა მაუწყებელი სამართალდამრღვევად სცნო და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნინო ჯანგირაშვილი: “აბა თუ მიხვდებით, ბოლოს ვის დაიჭერენ?😅”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი BBC-ს ფილმთან დაკავშირებით...

“ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია” – “ძლიერი საქართველო ლელო”

კოალიცია "ძლიერი საქართველო ლელო" განცხადებას ავრცელებს ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით: "ჩვენთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მთაწმინდაზე რომ გამოსაქანებელს აფართოვებდა კალაძე, თქვენთვის არ ჰქონდეს ჩაფიქრებული😊” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ირონიული მინიშნებები: "ამბობენ: ძალა აღმართს ხნავსო. ამ პრინციპით...

“თუ “ოცნებას” უნდა ქიმიური იარაღის სკანდალს თავი დააღწიოს – უნდა მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები…” –...

საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მიერ მომწამვლელი გაზის სავარაუდო...

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

"ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს...

“ელისაშვილი არც გიჟია, არც სასოწარკვეთილი, არც საცოდავი, არც თავდადებული აკაცუკი…” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სკანდალურ ვარაუდებს...