“მინდა, ყველამ ერთად გავიღვიძოთ! გახსოვდეთ, როდესაც ახალგაზრდები ერთვებიან, საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია. დღეს, ეს არჩევნები პრინციპული მნიშვნელობისაა თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვისაც“, – განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა ლუკა შველიძემ.
ლუკა შველიძემ, რომელმაც გახსნა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრა ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან, ამომრჩევლებს განუცხადა, რომ მათთან ერთად მზადაა ყველა ხმის დასაცავად:
“მე არ მინდა, რომ დიდხანს დაგტვირთოთ პოლიტიკური სიტყვით, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრ არჩევნებში მიგიღიათ მონაწილეობა და მრავალი სიტყვა მოგისმენიათ. მინდა, მხოლოდ შეგახსენოთ და თქვენში გავაღვიძო ის ახალგაზრდები, რომლებიც 9 აპრილის ღამეს ქუჩაში იდგნენ და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. მინდა, გაგახსენოთ და გავაღვიძოთ ის ახალგაზრდები, რომლებმაც ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტი ჩაყარეს 2003 წელს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად,
მინდა, ყველამ ერთად გავიღვიძოთ! გახსოვდეთ, როდესაც ახალგაზრდები ერთვებიან, საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია. დღეს, ეს არჩევნები პრინციპული მნიშვნელობისაა თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვისაც. მე იმ ოჯახიდან ვარ, რომლის თაობები რუსეთთან ბრძოლაში გაიზარდნენ, და დღეს მე რუსულ რეჟიმს ვებრძვი თქვენთან ერთად.
ამიტომ, გთხოვთ, რომ აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე და თითოეული ხმა დავიცვათ. გენდობით და გთხოვთ, მენდოთ მეც. იცოდეთ, რომ 26 ოქტომბერს თქვენთან ერთად ვიდგები ყველა საარჩევნო უბანზე, თქვენთან ერთად დავიცავ ყველა ხმას, და ერთიანობით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ლუკა შველიძემ.
ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს