სამშაბათი, ივნისი 17, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ დასრულდება ფასების მონოპოლია....

“26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ დასრულდება ფასების მონოპოლია. აიწევს ჩვენი წარმოების ფასი, გაიაფდება ყველა იმპორტული პროდუქცია” – გიორგი ვაშაძე

ქართველი ხალხი უარს ეუბნება ივანიშვილს და რაც მთავარია ქართველი ხალხი ირჩევს წინსვლას, კეთილდღეობას”, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაბის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ლაგოდეხში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ის უსამართლობა, რაც შეიქმნა “ ქართული ოცნების” მმართველობის დროს, როგორიცაა ფასების მონოპოლია, 26 ოქტომბერს დასრულდება.

საქართველო ერთიანია ისე, როგორც არასდროს. საქართველო ირჩევს ევროკავშირს, ქართველი ხალხი ირჩევს განვითარებას. ქართველი ხალხი უარს ეუბნება ივანიშვილს და რაც მთავარია ქართველი ხალხი ირჩევს წინსვლას, კეთილდღეობას.

ჩვენ, “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” განსაკუთრებული მხარდაჭერა გვაქვს კახეთში და მთელს საქართველოში. დარწმუენბული ვარ, გვაქვს შანსი იმისა, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ. მხარი დაუჭირეთ 5 ნომერს, როგორც რეალურ ალტერნატივას “ქართული ოცნების” დამარცხების.

ყველაფერი, რაც საქართველოში იწარმოება არის უკიდურესად იაფი. ყურძენი, კიტრი, პომიდორი,კარტოფილი, ხორბალი. ხოლო, რაც შემოდის და იმპორტულია, არის უკიდურესად ძვირი. შეიქმნა მონოპოლიები და შეიქმნა ივანიშვილის მაფიოზური ფასების კლანები, რომლებიც ძარცვავენ ქვეყანას. ეს უსამართლობა დამთავრდება 26 ოქტომბერს.

ხალხს, ვისაც ვხდებით ამბობენ, რომ რასაც ისინი აწარმოებენ არის უკიდურესად იაფი, ხოლო რაც შემოდის არის უკიდურესად ძვირი. ეს უსამართლობა “ ქართულმა ოცნებამ” მოიტანა იმიტომ, რომ ამ მონოპოლიებით ისინი მდიდრდებიან და აღარიბებენ ხალხს, რომელსაც არ აქვს შემოსავალი.

26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ დასრულდება ფასების მონოპოლია. აიწევს ჩვენი წარმოების ფასი, გაიაფდება ყველა იმპორტული პროდუქცია. არ შეიძლება, რომ ყოველთვის ყველაფერი ძვირი ჩვენს რეგიონში, საქართველოში იყოს და ეს ყველაფერი იმიტომ, ხდება, რომ აქედან წილი “ ქართულ ოცნებას” და ივანიშვილს მისდის. ვამარცხებთ ივანიშვილს – ვამარცხებთ ფასების მაფიას, ვამარცხებთ ყველაფერ იზოლაციურს. მივდივართ წინ ევროკავშირისკენ, მივდივართ განვითარებისკენ.
წინ გამარჯვებისკენ!” – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ...

„არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ...

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ახლა არის დრო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ღიად აღდგენის” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ტოტალიტარიზმი მკვიდრდება, ტირანია ჩნდება. დიქტატი უკვე გვაქვს” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებას ახდენს: "ტოტალიტარიზმი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...