საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში მადლიერებით სავსე სტატუსს აქვეყნებს პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ:
,,ერთ-ერთ რეგიონში, ამომრჩეველთან შეხვედრისას, დარბაისელ ასაკოვან კაცთან მქონდა საუბარი. დაჯერებაც კი არ მინდოდა, ხალხი რომ ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილზე და ხელისუფლებაზე, ქვეყნის ომში ჩართვას აძალებენო!
ვუსმენ ზოგიერთი დიპლომატის და სააკაშვილის მიერ მოსყიდული ევროპარლამენტარების განცხადებებს და ვრწმუნდები, ახლაც როგორ ზეწოლას ახდენენ, ჩემს ქვეყანაში ომი რომ იყოს და ახალგაზრდებში გარყვნილებაო!
თურმე რას გადაგვარჩინა ერისკაცმაო! მადლობა გადაუხადე ბაბუ ბატონ ბიძინას, ბოლომდე მიიყვანეთ ქვეყნის გადარჩენის გზა, ყველა თქვენს გვერდით ვდგავართ, საქართველოს და ჩვენი ახალგაზრდების ღირსეული მომავლისთვისო.
ძალიან ემოციური შეხვედრა იყო, მადლობა საქართველოს ყველა პატრიოტ მოქალაქეს🙏🏻
ეს არის საქართველო! ჩვენი საქართველო აქ არის4️⃣1️⃣🇬🇪👊🏻”, – წერს დიტო სამხარაძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე