კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება...

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება და აქაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი” – თინა ბოკუჩავა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება და აქაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მივესალმებით, რომ მან უკვე წინმსწრები ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დავიწყოთ აქტიურად ამ საკითხზე მსჯელობა. ახლა მთავარია, რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე მოვიპოვოთ გამარჯვება“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარში კონკრეტული შეფასებები და განმარტებები გააკეთა:

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ამ შეხვედრაზე არის ის, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ისევე მყარად სწამს, სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვების 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, როგორც თითოეულ ჩვენგანს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საქართველოს პრეზიდენტის მოლოდინია, რომ დიახ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ იტყვის კი ევროპას! ეს არის მთავარი, რაც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.

რაც შეეხება კოალიციური მთავრობის საკითხს, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან დაუშვებელია ამ ისტორიული არჩევნების შემდეგ კოალიციური მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რაიმე სახელისუფლებო ვაკუუმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება და აქაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მივესალმებით იმას, რომ მან უკვე წინმსწრები ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დავიწყოთ აქტიურად ამ საკითხზე მსჯელობა.

რაც შეეხება პრემიერ მინისტრობის კანდიდატს კონკრეტულ სახელ და გვარებზე ამ ეტაპზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა. ახლა მთავარია გამარჯვების მოპოვება და ეს გამარჯვება უნდა მოიპოვონ პოლიტიკურმა პარტიებმა ქართველ ხალხთან ერთად, რისთვისაც აუცილებელია ძალიან აქტიური კამპანია.

არის საკითხები რომელზეც აპრიორი ვთანხმდებით, არ მინდა წინ მოვლენებს გავუსწრო. მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური და პრეზიდენტის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ კოალიციურ მოლაპარაკებებში და ეს მოლაპარაკებები აუცილებლად წარმატებით უნდა დასრულდეს უმოკლეს დროში.

ჩვენ ასევე გავუზიარეთ პრეზიდენტს ჩვენი სურვილი, რომ შევხვდეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ჩვენი მომავალი კოალიციური პარტნიორები იქნებიან. ამ საკითხზეც მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად შეთანხმება არსებობდეს. მნიშვნელოვანია კონსენსუსი, მნიშვნელოვანია შეთანხმება და საქართველოს მოქალაქეებისთვის რწმენის გაჩენა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ჩვენ შეგვიძლია საერთო ინტერესებისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

“ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ...

ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტებით - შეფასებები, მინიშნებები, განმარტებები (არა)რიტორიკული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...