აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის გადაწყვეტასთან დაწყებულ მსჯელობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კონკრეტული განცხადებით უპასუხა, რომ 2008 წლის გადაწყვეტილება არ გადაიხედება, რასაც ერთგვარ მინიშნებითი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება პოლიტიკური ანალიტიკოსი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძე:
“მოკლედ, რუსმა “ოცნებას” თავის გადასარჩენად ანუ ხელისუფლებაში დასარჩენად ერთი თვით ხალხის მოტყუების საშუალებაც კი არ მისცა: რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ზღაპრით დაებოლებინა ამომრჩეველი და ამით არჩევნების მთავარი კომპასი წაართვა და ჯარს შემოიყვანს აქ “ოცნებისთვის” ხელისუფლების ძალით შესანარჩუნებლად?!
არ დაიჯეროთ! შესაბამისად, არანაირი ომი არ იქნება! სხვა სცენარებზე ვისაუბროთ, კი ბატონო“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.