spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო ფაქტი, რომ დღეს...

“ეს არის ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო ფაქტი, რომ დღეს მესამე პრეზიდენტი იხდის სასჯელს მურუსიძის სანქცირებულ სასამართლოში და ის გასამართლებული ჰყავს ფარცხალაძის ეფესბესთან მოთანამშრომლე პროკურატურას” – ლევან სანიკიძე

სამარცხვინო ფაქტია, რომ დღეს მესამე პრეზიდენტი იხდის სასჯელს მურუსიძის სანქცირებულ სასამართლოში და ის გასამართლებული ჰყავს ფარცხალაძის ეფესბესთან მოთანამშრომლე პროკურატურას. მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა, ის ვერ შეძლებს არჩევნების შედეგების რევიზირებას, ამისათვის აუცილებელია გაწევრიანდეთ და გახდეთ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მოხალისე და ერთად დავასრულოთ ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი“, – განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ.

ქ. მცხეთაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას დაესწრნენ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე.

ძალიან მიხარია, რომ დღეს მოგმართავთ საქართველოს ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური ცენტრიდან, მცხეთიდან, სადაც ჩვენ ვხვდებით ჩვენს ამომრჩევლებს და ვესწრებით მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას. პრეზიდენტის, რომელიც დღეს უკანონო პატიმრობაშია, რომელიც არის პუტინის პირადი პატიმარი და ეს უკვე აღიარა მთელმა მსოფლიომ.

ევროპის სახალხო პარტიის ბოლო რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს, ეს არის ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო ფაქტი, რომ დღეს მესამე პრეზიდენტი იხდის სასჯელს მურუსიძის სანქცირებულ სასამართლოში და ის გასამართლებული ჰყავს ფარცხალაძის ეფესბესთან მოთანამშრომლე პროკურატურას, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ზუსტად 20 დღეში, 26 ოქტომბერს საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის უარს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რევიზირებას.

ის ღალატი, რომელიც დღეს საქართველოში ხდება, აუცილებლად უნდა დასრულდეს, მაგრამ ამისთვის ყველა ჩვენგანის ჩართულობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა, ვერ შეძლებს არჩევნების შედეგების რევიზირებას, ამისათვის აუცილებელია გაწევრიანდეთ და გახდეთ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მოხალისე.

მიმართავ ჩვენს ყველა აქტივისტს, ადამიანებს, რომლებიც 12 წლის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევენ რუსულ ხელისუფლებას. ერთად უნდა გავატაროთ ეს დღეები ყველამ და 26 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე ვიზეიმოთ ქვეყანაში ახალი კოალიციური ხელისუფლების ფორმირება, სადაც მიხეილ სააკაშვილს და „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ლოკომოტივის როლი და ფუნქცია“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ ველზე…” – არჩილ გამზარდია

ქართულ პოლიტიკურ ველზე გაჩენილ სიახლეებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს...

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...