spot_img
მთავარიინტერვიუ"ივანიშვილის წინააღმდეგ უფრო ფართო მასშტაბის სანქციები იქნება შემოღებული”...

“ივანიშვილის წინააღმდეგ უფრო ფართო მასშტაბის სანქციები იქნება შემოღებული” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში ვარაუდებს გამოთქვამს პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით:

,,ჩემი აზრით, აქ არის, ასე ვთქვათ, მინიშნება ივანიშვილისადმი, რომ დასავლეთს აქვს შესაბამისი რესურსი, აამოქმედოს სანქციები უშუალოდ მის წინააღმდეგ. ასევე ის, რომ ივანიშვილი თუ დაასანქცირეს, ვერ შეძლებს თავისი შვილის ანგარიშზე თანხის გადარიცხვას. მაგალითად, შვილმა აწარმოოს ოპერაციები. ისევე, როგორც ფარცხალაძემ – მან თავისი ქონება შვილს გადაუფორმა, როცა მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს.

ივანიშვილის წინააღმდეგ უფრო ფართო მასშტაბის სანქციები იქნება შემოღებული. ის ვერ შეძლებს საბანკო ოპერაციის განხორციელებას, მათ შორის, თავისი შვილების მეშვეობითაც.

უშუალოდ როდის დასანქცირდება ივანიშვილი? – ყველა ელოდება. მე მაქვს ესეთი ვერსია, რომ არ არის გამორიცხული ივანიშვილს შეუთვალონ, ასე ვთქვათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩაატაროს დემოკრატიულად, არ იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა, ამომრჩეველთა უფლებების ხელყოფა, ადამინისტრაციული რესურსების გამოყენება და ა.შ.

რაღაცნაიარად ასე იქნება, თუ ვთქვათ დაფიქსირდება დარღვევა და ივანიშვილი ძალაუფლებას ბოროტად გამოიყენებს, მაშინ დაასანქცირებენ, ან თუ ის არ ცნობს არჩევნების შედეგებს, თუ ოპოზიცია იმარჯვებს. იმიტომ, რომ დასავლეთში იმასაც აცნობიერებენ, რომ ივანიშვილმა შეიძლება არ ცნოს არჩევნების შედეგები ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში – რა თქმა უნდა, ოპოზიციას დიდი შანსი აქვს ამ არჩევნებში.

ამიტომაც შეიძლება რაღაც ბერკეტს იტოვებს დასავლეთი, რომ ,,თქვენს წინააღმდეგაც გამოვიყენებთ სანქციებს”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...