spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"სოლიდარობას რომ ყველაზე დიდი ძალა აქვს, მაშინაც კი,...

“სოლიდარობას რომ ყველაზე დიდი ძალა აქვს, მაშინაც კი, როცა შენი პირადი ტრაგედიით მანიპულირებენ, ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით:

,,ილიაუნის ავტორიზაციის პროცესის, უფრო ზუსტად, ავტორიზაციის საბჭოს სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების (არა მარტო აკადემიური წრეების!) რეაქცია აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში ბევრი რამ უკვე ძირეულად შეიცვალა. ამას ადასტურებს უამრავი ადამიანი (შეიძლება სრულიად განსხვავებული შეხედულებების), რომელიც სოლიდარობას გიცხადებს, შენი სიმართლისთვის ცხარე კამათში ერთვება, არაკომფორტულ მდგომარეობაში იყენებს თავს სხვისი უფლებების დასაცავად; ეს კი ნამდვილად აღარაა საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა საზოგადოება, ეს არის სოლიდარული, სხვისი უფლებებისა (მათ შორის მისგან განსხვავებულის) და ავტონომიის დამცველი საზოგადოება, სწორედ ევროპული დემოკრატიული საზოგადოება, რომლის უკან დაბრუნება, „გადასაბჭოურება“ შეუძლებელი მგონია.

სოლიდარობას რომ ყველაზე დიდი ძალა აქვს, მაშინაც კი, როცა შენი პირადი ტრაგედიით მანიპულირებენ (სამართლებლივად ნამდვილად არაფერ შუაშია!), ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე და მართლა არ ვიცი, როგორ უნდა გითხრათ მადლობა ამისთვის.

როგორც კი საბჭოს ოქმი და გადაწყვეტილება გამოიცემა (10 სამუშაო დღეა მაქსიმალური ვადა), ჩვენ გამოვიყენებთ აპელაციის ადგილობრივ თუ საერთაშორისო შესაძლებლობებს და სამართლებრივ გზებს. სამწუხაროდ, საბჭოს ამ გადაწყვეტილებამ უკვე მიაყენა ზიანი ამ ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის წლობით ნაშენებ ნდობას და საერთაშორისო რეპუტაციას.

ამ ნდობის მოპოვებაში ილიას უნივერსიტეტს, ზოგადად, უნივერსიტეტებს საქართველოში, დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. დიახ, ხარისხის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ავტორიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ მის მიერ ავტორიზებული ილიაუნი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე 14 ერთობლივ და ორმაგი ხარისხის პროგრამას ახორციელებს გლაზგოს, ტარტუს, გენტის, გიოტინგენის, მიუნსტერის, პორტოს, მონპელიესა და სხვა ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად. ილიაუნისა და ამ ევროპული უნივერსიტეტების მიერ გაცემული ერთობლივი და ორმაგი დიპლომებია სწორედ ხარისხის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო რეპუტაციის ინდიკატორი და არა ის საბჭო, რომელიც ამ ნდობას, აღიარებას ანადგურებს.

საგანგებოდ მინდა ვუთხრა მადლობა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, ქართველ და უცხოელ კოლეგებს, რომელთაც სამ თვეზე მეტი იმუშავეს, ილიას უნივერსიტეტში ვიზიტისას შეხვდნენ უკლებლივ ყველა რგოლს: ადმინისტრაციას, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, დამსაქმებლებს, ილიაუნის ორმაგი და ერთობლივი ხარისხის პროგრამებში ჩართულ უცხოელ კოლეგებს (გაოგნებულები არიან ამ გადაწყვეტილებით!). ექსპერტებმა საბჭოზეც გაიმეორეს, რომ მათი უმაღლესი შეფასება მტკიცებულებებსა და ინტერვიუებს ემყარება და სრულიად განსხვავდება საბჭოს შეფასებისგან. დიდი მადლობა მათ ამისთვის. დიდი მადლობა საბჭოს ერთადერთ მოწვეულ წევრს, პროფესორ მაია ბიწკინაშვილს (თსუ), რომელიც არ დაეთანხმა საბჭოს გადაწყვეტილებას და ხელი არ მოაწერა ოქმს.

განსაკუთრებული მადლობა კოლეგებს, რომლებმაც ამ დღეებში სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემითა თუ სოციალური ქსელით თავიანთი პრინციპული პოზიცია არაერთგზის გამოხატეს – არ მოგნიშნეთ, ვინმე რომ არ გამომრჩეს.

და ბოლოს, დიდი მადლობა ილიას უნივერსიტეტს, სტუდენტებისა და მასწავლებლების ერთობას, მის უკლებლივ ყველა წევრს, უკლებლივ ყველა რგოლს, მართლა თავდაუზოგავი შრომისთვის, ილიაუნისთან ასეთი პროფესიული, ღირებულებითი და ემოციური ბმისთვის. ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს, რამხელა გამოწვევაა, დღეს საქართველოში, ამ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში, უნივერსიტეტის, როგორც ავტონომიურობის, აკადემიური თავისუფლებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ყველაზე ძველი ევროპული ინსტიტუციის ფუნქციონირება.

ჩვენ ამას ერთად დავიცავთ. 🇬🇪🇪🇺”, – განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...