spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარ ვიცი, თუ სადმე და ოდესმე ყოფილა რაიმე...

არ ვიცი, თუ სადმე და ოდესმე ყოფილა რაიმე მთავრობა, რომელიც ასე ყოფილიყო ზნედაცემული და გონებაამღვრეული, როგორიც დღევანდელი საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნებაა” – ბეჟან ჯავახია

პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ბანერთან დაკავშირებით:

,,არ ვიცი, თუ სადმე და ოდესმე ყოფილა რაიმე მთავრობა, ან თუნდაც ადამიანთა რაიმე გაერთიანება, რომელიც ასე ყოფილიყო ზნედაცემული და გონებაამღვრეული, როგორიც დღევანდელი საქართველოს მმართველი პარტია ,,ქართული ოცნებაა”, რომელმაც უკანასკნელ სარეკლამო ბანერებზე უკრაინის დანგრეული ტაძრები განათავსა, იმის მაგალითად, რომ უნდა მშვიდობა!!!

ვის გონებაში დაიბადა ეს ჭუჭყი, თუმცა არა მგონია ამ ჭურჭელში, სადაც ის დაიბადა, რაიმე გონივრული იყოს…

ისე, ალბათ, უფრო ცინიკური უნდა იყოს ეს, რადგანაც ის დარწმუნებული ვარ ისევე როგორც ნებისმიერი საარჩევნო სლოგანი, ,,ოცნების” არის რუსეთში დამზადებული…

იქნებ, წაიკითხოთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და მიხვდეთ ამ ქოცების სიაში მყოფნი, სად არიან ჩავარდნილი…

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო პოლიტიკურ რეკლამაში ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და ეკლესიების ნგრევის სურათების გამოყენება და თქვა, რომ ,,ქართველ ხალხს ომის არ უნდა ეშინოდეს მანამ, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას”. “ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე საქართველოში მშვიდობის ფასია“.

ღმერთო, ჰყავთ ამ მანქურთებს ან მშობლები, ან შვილები, ან საერთოდ თუ იციან რა არის დღის ნათელი, როგორ და რისთვის თენდება მათთვის?”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...