spot_img
მთავარირეგიონის ამბებისასწრაფოდ უნდა დაიწყოს ანტისანიტარიის მთავარი კერების სიტემატური დეზინფექცია...

სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ანტისანიტარიის მთავარი კერების სიტემატური დეზინფექცია – გიგა შუშანია ხელისუფლებას მიმართავს

ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართა. მან კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე ისაუბრა და ადგილობრივ თვითმმართველობას 24 საათიანი საგანგებო შტაბის შექმნისკენ მოუწოდა. გიგა შუშანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისი და იმერეთის რეგიონი კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკ ჯგუფში შედის, ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ რამე განსაკუთრებული პრევენციული ღონისძიებები არ გაუტარებია. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და ყველა სატრანსპორტო საშუალებას რეკომენდაციების შესაბამისად, დილა-საღამოს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდეს, თუმცა ხელისუფლება მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება.

„მოვუწოდებთ ადგილობრივ ხელისუფლებას სასწარაფოდ შეიქმნას 24 საათიანი საგანგებო შტაბი, რომელშიც ჩართული იქნება, როგორც თვითმმართველობები, ასევე იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაცია და ყველა შესაბამისი სამსახური. აუცილებელია დაიწყოს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ანტისანიტარიის მთავარი კერების – გაჩერებების და მიკროავტობუსების სისტემატური დეზინფექცია, როგორც ქუთაისში, ასევე რეგიონებში მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებში. განსაკუთრებით, საყურადღებოა აეროპორტის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები.

გუშინ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადამზიდებს და მძღოლებს სიტყვიერი რეკომენდაცია მისცა, თვითონ მოახდინონ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია, რაც შეუძლებელია, რადგან მძღოლებს შესაბამისი რესურსი არ აქვთ და ამას ფიზიკურად ვერ შეძლებენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებობს სარეზერვო ფონდები, რაც საგანგებო სიტუაციების დროს უნდა გაიხარჯოს და არა პარტიული აქტივის შენახვისათვის. ახლა ამ საბიუჯეტო თანხების დახარჯვის აუცილებლობა არსებობს და ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, რადგან მხოლოდ საჩვენებელი თათბირები საკმარისი არაა,“- განაცხადა გიგა შუშანიამ.

შუშანიას განცხადებას მძღოლებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, საფრთხე რეალურად არსებობს და ისინი სრულიად მოუმზადებლები არიან, ამ მხრივ.

“გვითხრეს, რომ დეზინფექცია უნდა ჩავატაროთ, მაგრამ არ ვიცით რა პრეპარატია საჭირო ან როგორ უნდა მოვიქცეთ,“ განაცხდა ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა გოჩა ნემსაძემ.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...